ინგლისის ეროვნული ნაკრები ჰოლანდიას “უემბლიზე” 2016 წლის 29 მარტს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება. ინფორმაციას ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ავრცელებს. გუნდებს შორის აღნიშნული დაპირისპირება რიგით მეოცე იქნება.
როი ჰოჯსონის შეგირდები ალიკანტეში ესპანეთს 13 ნოემბერს ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. ოთხი დღის შემდეგ “სამი ლომი” საფრანგეთს “უემბლიზე” მიიღებს. ჰოლანდიასთან დაპირისპირებამდე ინგლისი ბერლინში გაემგზავრება და 26 მარტს გერმანიას შეხვდება.