ფეხბურთი

18:17 | 23.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძეს ტრავმა არ ეშვება

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური “ემპოლის” ფორვარდ ლევან მჭედლიძის მწვანე მინდორზე დაბრუნება გადაიდო. როგორც empolichannel.it-ი იტყობინება, 25 წლის თავდამსხმელს მტკივან ფეხზე გამოკვლევა კიდევ ერთხელ ჩაუტარდა, რის შემდგომაც მისი გამოჯანმრთელება გაურკვეველი ვადით გადაიდო.

თუმცა, დადგინდა, რომ ლევანი კვირას, “ჯენოასთან” გასამართ შეხვედრაში ნამდვილად ვერ ითამაშებს და სავარაუდოდ, ვერც მომდევნო კვირაში, მეორე გენუურ გუნდ “სამპდორიასთან” მოახერხებს მოედანზე გასვლას. როგორც იტალიურ მედიაში წერენ, ამის მიზეზი ისაა, რომ “ემპოლის” ექიმებს გაუმართლებელ რისკზე წასვლა არ სურთ.

მჭედლიძე ლაზარეთში სექტემბრის დასაწყისიდანაა და ბოლო დროს ინდივიდუალურად ვარჯიშობდა კიდეც. წლეულს მან სერია A-ში მხოლოდ ორჯერ ითამაშა.

0.124739