ფეხბურთი

1:29 | 23.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილს მართვის მოწმობა ჩამოართვეს

საქართველოს ნაკრებისა და “გენკის” ნახევარმცველს თორნიკე ოქრიაშვილს მორიგი უსიამოვნება შეემთხვა. ბელგიური გამოცემა voetbalkrant-ი იუწყება, რომ ქართველი ფეხბურთელი სამართალდამცავებმა ავტომანქანის გადაჭარბებული სიჩქარით მართვის გამო გააჩერეს.

23 წლის ფეხბურთელი ავტომანქანას 188 კმ/სთ სიჩქარით ატარებდა, როდესაც მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე მოცემულ ადგილას 90 კმ/სთ სიჩქარეა. თორნიკეს მართვის მოწმობა ერთი თვით ჩამოართვეს და 300 ევროთი დააჯარიმეს.

ოქრიაშვილს მიმდინარე სეზონში “გენკის” ძირითადში მოხვედრა უჭირს. მან ბელგიის მიმდინარე ჩემპიონატში 8 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც სასტარტოში მხოლოდ 3 მატჩი დაიწყო. ქართველ ნახევარმცველს უკანასკნელ სამი ტურში არ უთამაშია.

0.114955