უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, ორ-ორი მოთამაშე “პარის სენ-ჟერმენიდან” და ლონდონის “არსენალიდან” არიან წარდგენილნი.
მე-3 ტურის საუკეთესო გუნდი ასეთია:
მეკარე: ჩეხი (“არსენალი”);
მცველები: ტიაგო სილვა, ორიე (ორივე პსჟ), მერტესაკერი (“არსენალი”), კონატე (“მალმიო”);
ნახევარმცველები: დე როსი (“რომა”), რაკიტიჩი (“ბარსელონა”), ფეგული (“ვალენსია”);
თავდამსხმელები: ჩიჩარიტო (“ლევერკუზენი”), ჰალკი (“ზენიტი”), აბუბაქარი (“პორტო”).







