ფეხბურთი

21:28 | 22.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

კრუიფს სიმსივნე აღმოაჩნდა

ლეგენდარულ ჰოლანდიელ ფეხბურთელს იოჰან კრუიფს ფილტვის სიმსივნე აღმოაჩნდა. ამის შესახებ კატალონიური გამოცემა “სპორტი” იუწყება.

68 წლის ჰოლანდიელს გამოკვლევა ბარსელონას ერთ-ერთ კლინიკაში ჩაუტარდა. უცნობია, თუ რომელ სტადიაშია აღნიშნული დაავადება. იოჰანი წარსულში აქტიური მწეველი გახლდათ, თუმცა გულის პრობლემების გამო, მოწევას დიდიხნის წინ დაანება თავი.

კრუიფმა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა 1964 წელს “აიაქსში” დაიწყო და 1973 წლამდე ითამაშა, 1973-78 წლებში “ბარსელონას” ღირსებას იცავდა, 1979-80 წლებში “ლოს ანჯელეს ასტეკში” ბურთაობდა, მომდევნო ერთი სეზონი “ვაშინგტონ დიპლომატში” ირიცხებოდა, 1981 წელს ცოტა ხანი “ლევანტეშიც” იყო, რასაც იმავე წელს მშობლიურ კლუბში დაბრუნება მოჰყვა, სადაც 1983 წლამდე ითამაშა და “ფეიენოორდს” მიაშურა, სადაც 1984 წელს 37 წლის ასაკში დაასრულა კარიერა. მან ჯამში 514 მატჩი ჩაატარა და 290 გოლი გაიტანა. მან უამრავი საკლუბო და ინდივიდუალური ჯილდოს მოგება მოახერხა, რომელთაგან პირველ რიგში გამოსაყოფი სამი ოქროს ბურთია. მან აღნიშნული ჯილდოს მოგება 1971, 1973 და 1974 წლებში მოახერხა. ჰოლანდიის ნაკრების ღირსებას 1966-77 წლებში იცავდა და 48 მატჩში 33 გოლის გატანა მოახერხა.

რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, 1985-88 წლებში “აიაქსს” წვრთნიდა, 1988-1996 წლებში “ბარსელონას”, რომელსაც ისტორიაში პირველი ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. 2009-2013 წლებში ის კატალონიის არაოფიციალურ ნაკრებს ედგა სათავეში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121675