ჩოგბურთი

19:07 | 22.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ელიტა საფაროვამ შეავსო

წლის შემაჯამებელი ტურნირის ბოლო მერვე მონაწილე ლუსი საფაროვა იქნება, აღნიშნულ ინფორმაციას WTA-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ამრიგად წლის შემაჯამაბელ ტურნირზე შემდეგი 8 საუკეთესო ჩოგბურთელი ითამაშებს: სიმონა ჰალეპი, გარბინე მუგურუზა, მარია შარაპოვა, პეტრა კვიტოვა, აგნეშკა რადვანსკა, ანგელიკა კერბერი, ფლავია პენეტა და ლუსი საფაროვა.

წლის შემაჯამებელი ტურნირი სინგაპურში 25 ოქტომბერს დაიწყება და 1 ნოემბერს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ სერენა უილიამსი ტურნირში მონაწილეობას ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვერ მიიღებს.

0.129949