ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მეორე სათამაშო ნაკლებ შედეგიანობით გამოირჩა. გამართული 8 თამაშიდან ორი საერთოდ გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. კერძოდ, ტურინში, “იუვენტუსმა” “გლადბახს” ვერაფერი დააკლო, ხოლო “პარი სენ ჟერმენი” და მადრიდის “რეალი” უგოლოდ გაიყარნენ.
A ჯგუფი
A ჯგუფის პირველი ადგილოსნის ბედი მადრიდში გაირკვევა. “პარკ დე პრენსზე” გამართული დაპირისპირება დაძაბულობით კი გამოირჩა, მაგრამ გულშემატკივრებმა გოლები ვერ გაიტანეს. მოგებასთან უფრო ახლოს ესპანელები იყვნენ და ერთ ეპიზოდში კრიშტიანუ რონალდუს გოლის გატანამდე თითქოს არაფერი აკლდა, მაგრამ ბურთმა პარიზელთა კარის ძელს გარიდან ჩაუქროლა.
ჯგუფის მეორე მატჩში პრინციპული მნიშვნელობის სამი ქულა მოიპოვა “მალმემ”. შვედეთის ჩემპიონმა დონეცკის “შახტარს” ვეტერანი მარკუს როზენბერგის გოლის წყალობით აჯობა და მესამე ადგილის დასაკავებლად დიდი ნაბიჯი გადაგდა.
ქვეჯგუფს სამი ტურის შემდეგ 7-7 ქულით ორი ლიდერი ჰყავს, “რეალი” და პსჟ. “მალმეს” 3 ქულა აქვს, “შახტარი” კი ამ დროისთვის ქულა არ მოუპოვებია.
პსჟ – “რეალი” 0:0 (0:0) (VIDEO)
პარიზი, “პარკ დე პრენსი”
მაყურებელი: 49 000
პსჟ (4-3-3): ტრაპი; ორიე, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, მაქსველი; მოტა, ვერატი (ლავეცი 80), მატუიდი; კავანი (ლუკასი 66), იბრაჰიმოვიჩი, დი მარია (პასტორე 66)
მწვრთნელი: ლორან ბლანი
“რეალი” (4-4-2): ნავასი; დანილო, ვარანი, რამოსი, მარსელო; კაზემირო, კროოსი, ისკო (მოდრიჩი 69), ვასკესი; ხესე (ჩერიშევი 73), რონალდუ
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი
გაფრთხილება: მატუიდი (9), ვერატი (50), ორიე (87) – რამოსი (60), ვასკესი (77), ჩერიშევი (86)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (2) – 16 (4) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 4:9 თამაშგარე: 7:0
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)
“მალმე” – “შახტარი” 1:0 (1:0) (VIDEO)
სტოქჰოლმი, “სვედბანკ არენა"
მაყურებელი: 18 000
“მალმე” (4-4-2): ვილანდი; კონატე, ტონერჰოლმი, ბენგსტონი, არნასონი; როდიჩი (რაკიპი 79), ადუ, ლევიცკი, ბერგეტი; ჯურდიჩი (მეჰმეტი 88), როზენბერგი
მწვრთნელი: ააგე ჰარეიდე
“შახტარი” (4-2-3-1): პიატოვი; სრნა, კუჩერი, რაკიცკი, ისმაილი; სტეპანენკო, ფრედი; მარლოსი (ედუარდო 71), ბერნარდი, ალექს ტეიშეირა; გლადკი (კოვალენკო 81)
მწვრთნელი: მირჩა ლუჩესკუ
გოლი: 1:0 როზენბერგი (17)
გაფრთხილება: ლევიცკი (33), ბენგსტონი (43), როზენბერგი (79) – რაკიცკი (50), კუჩერი (53), სრნა (56), ფრედი (67)
გამოუყენებელი პენალტი: ჯურჯიჩი (56)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 15 (1) ბურთის ფლობა: 32%-68% კუთხურები: 4:10 თამაშგარე: 1:3
მსაჯი: ანასტასიოს სიდიროპულოსი (საბერძნეთი)
B ჯგუფი
B ჯგუფში გერმანული “ვოლფსბურგი” გალიდერდა. “მგლებმა” საკუთარ კედლებში ჰოლანდიის ჩემპიონ პსვ ეინდჰოვენს დამაჯერებლად და წყნარად მოუგო. პირველმა ტაიმმა უგოლოდ ჩაიარა, ხოლო მეორე ნახევარში კი ბას დოსტმა და მაქს კრუსემ ორჯერ აიღეს პსვ-ს კარი.
მოსკოვში მარცხს გადაურჩა “მანჩესტერ იუნაიტედი”. “წითელ ეშმაკებს” ქულა ანტონი მარსიალის ზუსტმა თავურმა მოუტანა. მანამდე კი ცსკამ დავიდ დე ხეას კარის აღება მოახერხა. მე-15 წუთზე რომან ერემენკოს ესპანელმა პენალტი კი აუღო, მაგრამ დამატებაზე ყველას სეიდუ დუმბიამ დაასწრო და ანგარიში გახსნა. საბოლოოდ, თამაში ფრედ დასრულდა, რაც საერთო სურათიდან გამომდინარე ლოგიკური შედეგი გახლდათ.
“ვოლფსბურგს” ექვსი, ცსკას და “მანჩესტერს” ოთხი, ხოლო პსვ-ს სამი ქულა აქვს.
ცსკა – “მანჩესტერ იუნაიტედი” 1:1 (1:0) (VIDEO)
მოსკოვი, “ხიმკი არენა”
მაყურებელი: 17 000
ცსკა (4-4-1-1): აკინფეევი; ფერნანდესი, იგნაშევიჩი, ვ. ბერეზუცკი (ა. ბერეზუცკი 41), შენიკოვი; ტოშიჩი, ვერნბლუმი, ერემენკო (პაჩენკო 83), ძაგოევი (ცაუნია 87); მუსა, დუმბია
მწვრთნელი: ლეონიდ სლუცკი
“მანჩესტერ იუნაიტედი” (4-2-3-1): დე ხეა; ვალენსია, ჯონსი, სმოლინგი, როხო (ბლინდი 64); შნეიდერლინი, შვაინშტაიგერი (ფელაინი 46); ლინგარდი (დეპაი 80), ერერა, რუნი; მარსიალი
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
გოლები: 1:0 დუმბია (15), 1:1 მარსიალი (65)
გაფრთხილება: ვერნბლუმი (90) - მარსიალი (14), ერერა (80), ფელაინი (90)
გამოუყენებელი პენალტი: ერემენკო (15)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (4) – 7 (4) ბურთის ფლობა: 33%-67% კუთხურები: 3:1 თამაშგარე: 0:2
მსაჯი: კარლოს ველასკო (ესპანეთი)
“ვოლფსბურგი” – პსვ 2:0 (0:0) (VIDEO)
ვოლფსბურგი, “ფოლკსვაგენ არენა”
მაყურებელი: 23 375
“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): ბენალიო; ტრაში, დანტე, ნალდო, როდრიგესი; ლუის გუსტავო, კალიჯური (ვიეირინია 73); დრაქსლერი (შურლე 80), კრუსე, გუილავოჯი (არნოლდი 85); დოსტი
მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი
პსვ (4-3-3): ზოეტი; მორენო, ბრუმა, პოულსენი (დე ვისი 74), ბრენეტი; პროპერი, ჰენდრიქსი (ლოკადია 73), მაჰერი; გუარდადო (პერეირო 81), დე იონგი, ნარსინგი
მწვრთნელი: ფილიპ კოკუ
გოლები: 1:0 დოსტი (47), 2:0 კრუსე (57)
გაფრთხილება: ნალდო (43), ბენალიო (90)
გამოუყენებელი პენალტი: ლოკადია (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (8) – 9 (1) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 2:5 თამაშგარე: 1:3
მსაჯი: ალბერტო უნდიანო (ესპანეთი)
C ჯგუფი
ამ ჯგუფში ორხელისუფლიანობაა. წააგო ლისაბონის “ბენფიკამ”, რომელიც სტამბულში ჩავიდა და “გალათასარაისთან” ვერაფერს გახდა. არადა, მე-2 წუთზე ნიკოლას გაიტანმა ლუზიტანელები დააწინაურა. თუმცა, პირველივე ტაიმში მასპინძლები წინ გავიდნენ. ჯერ სელჩუკ ინანმა პენალტით იხეირა, მერე ლუკას პოდოლსკიმაც გაიტანა და “გალამ” მეორე ნახევარში ანგარიშის შენარჩუნება მოახერხა.
“ატლეტიკოს” კი ყაზახური “ასტანას” ძლევა არ გასჭირვებია. მადრიდელებმა მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს და “ბენფიკას” ქულების რაოდენობით გაუტოლდნენ.
ლისაბონელებს და “როხიბლანკოს” 6-6 ქულა აქვთ, “გალათასარაის” ოთხი, “ასტანას” კი ერთი და ბოლო ადგილზეა.
“ატლეტიკო” – “ასტანა” 4:0 (2:0) (VIDEO)
მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”
მაყურებელი: 48 000
“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, გოდინი, სავიჩი, სიკეირა; ფერრეირა-კარასკო, ტიაგო (ო. ტორესი 46), გაბი, ნიგეზი; მარტინესი (ფ. ტორესი 67), გრიზმანი (კორეა 58)
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
“ასტანა” (5-4-1): ერიკი; ახმეტოვი, ბეისებეკოვი, დედეჩკო, ილიჩი, პოსტნიკოვი; ჟუკოვი (პიკალკინი 63), შჩეტკინი (კულბეკოვი 80), კეტევოამა, მუჟიკოვი (კოჟამბერდი 83); კაბანაგა
მწვრთნელი: სტანიმირ სტოილოვი
გოლები: 1:0 ნიგეზი (23), 2:0 მარტინესი (29), 3:0 ო. ტორესი (63), 4:0 დედეჩკო (89, ა.გ)
გაფრთხილება: ახმეტოვი (49)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 23 (11) – 10 (3) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 10:2 თამაშგარე: 2:0
მსაჯი: ალექსეი კულბაკოვი (ბელარუსი)
“გალათსარაი” – “ბენფიკა” 2:1 (2:1) (VIDEO)
სტამბული, “ალი სამი ენი”
მაყურებელი: 20 000
“გალათასარაი” (4-2-3-1): მუსლერა; საბრი, ჩედჯუ, ბალთა, ქეროლი; ოზტეკინი (ადინი 59), ინანი; ბილალ კისა (როდრიგესი 90), სნეიდერი, პოდოლსკი; ბულუტი (ილმაზი 78)
მწვრთნელი: ჰამზა ჰამზაოღლუ
“ბენფიკა” (4-4-2): ჟულიო სეზარი; ჟარდელი, სილვიო (მიტროღლუ 82), ლუიზაო, ელიზეუ (პიცი 66); გედეში (ანდრადე 75), სამარისი, ალმეიდა, გაიტანი; ხიმენესი, ხონასი
მწვრთნელი: რუი ვიტორია
გოლები: 0:1 გაიტანი (2), 1:1 ინანი (19, პენ), 2:1 პოდოლსკი (33)
გაფრთხილება: ბილალ კისა (42), ინანი (63), ბალთა (70), ილმაზი (90) – ალმეიდა (19), სამარისი (73), ანდრადე (78), ლუიზაო (87)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (7) – 18 (5) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 4:2
მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია)
D ჯგუფი
მასიმილიანო ალეგრის კრიტიკოსები არ აკლდა და “გლადბახთან” თამაშის მერე მოუმრავდლებოდნენ. “იუვენტუსმა” გერმანულ გუნდს ვერაფერი მოუხერხა. მართალია ტურინელებმა მეტოქის კარისკენ 21-ჯერ დაარტყეს, მაგრამ მათგან კარის ჩარჩოში მხოლოდ ორი წავიდა. “გლადბახს” კი ღირებული არც არაფერი გაუკეთებია და ნულოვანი ფრეც ლოგიკური შედეგი იყო.
ისევ 90-ე წუთზე მოიგო “მანჩესტერ სიტიმ”. “ქალაქელებმა” “სევილიას” გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კომპესირებულ პირველ წუთზე გაუტანეს. თავი კევინ დე ბრუინემ გამოიჩინა. არადა, თავიდან ევგენი კონოპლიანკამ “დალაქები” დააწინაურა. ინგლისელებმა გათანაბრება 7 წუთში შეძლეს, როცა ვილფრიდ ბონის დარტყმული კარამდე ადილ რამის მოხვდა და ბადეში გაეხვა.
“იუვენტუსი” 7 ქულით პირველია, მეორეზე “სიტი” 6 ქულითაა, “სევილიას” სამი ქულა აქვს, ხოლო “გლადბახს” ერთი.
“იუვენტუსი” – გლადბახი” 0:0 (0:0) (VIDEO)
ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”
მაყურებელი: 40 940
“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; კუადრადო (პერეირა 60), ხედირა, მარკიზიო, პოგბა, ალექს სანდრო; მორატა (დიბალა 80), მანჯუკიჩი (ძაძა 70)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
“გლადბახი” (4-4-2): სომერი; კორბი, კრისტიანსენი, ვენდტი, დომინგესი; ტრაორე (ჰანი 82), იონსონი, დაჰუდი (ნორდვეიტი 88), ქსაკა; რაფაელი (აზარი 74), სტინდლი
მწვრთნელი: ანდრე შუბერტი
გაფრთხილება: კიელინი (90) - დომინგესი (42), ვენდტი (62), ქსაკა (77)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (2) – 6 (0) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 12:5 თამაშგარე: 1:0
მსაჯი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია)
“მანჩესტერ სიტი” – “სევილია” 2:1 (1:1) (VIDEO)
მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”
მაყურებელი: 50 000
“მანჩესტერ სიტი” (4-2-3-1): ჰარტი; ზაბალეტა (კოლაროვი 60), მანგალა, ოტამენდი, სანია; ფერნანდინიო, ტურე; ნავასი, დე ბრუინე (კომპანი 90), სტერლინგი; ბონი (ფერნანდო 76)
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
“სევილია” (4-2-3-1): რიკო; კოკე (მარიანო 84), კოლოდჯეჩიაკი, რამი, ტრემოლინასი; კრიხოვიაკი, იბორა; ვიტოლო, ბანეგა (კრონ-დელი 66), კონოპლიანკა (ნ’ზონზი 78); გამეირო
მწვრთნელი: უნაი ემერი
გოლები: 0:1 კონოპლიანკა (30), 1:1 რამი (37, ა.გ), 2:1 დე ბრუინი (90)
გაფრთხილება: ბონი (48) – იბორა (63), გამეირო (70)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (6) – 10 (2) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 5:12 თამაშგარე: 0:3
მსაჯი: ბას ჰიიუისი (ჰოლანდია)