4-დან 4 გამარჯვება – ასეთი შედეგი აქვს ქართულ საჭადრაკო კლუბ “ნონას”, რომელიც მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის საკლუბო ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს.
მე-4 ტურში “ნონა” ასევე ფავორიტთა რიცხვში მყოფ რუსულ “უგრას” გაეჯიბრა და გამანადგურებელი ანგარიშით – 3.5:0.5 დაამარცხა.
გუნდის ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (2573) ანა უშენინა (2426) დაჩაგრა, ბელა ხოტენაშვილმა (2502) ნატალია პოგონინას (2445) სძლია, ლელა ჯავახიშვილმა (2463) ლილიტ მკრტჩიანს (2445) აჯობა, ხოლო ნინო ბაციაშვილი (2500) ბაირა კოვანოვას (2376) დაუზავდა.
“ნონა” 8.0 ქულით პირველ ადგილზეა, მისი მდევრები კი მაკედონიური “გამბიტი” (6.0) და რუსული კლუბები – “ლეგასი” და ხსენებული “უგრა” (5.0) არიან.