ფეხბურთი

18:37 | 21.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

სუარესმა შესაძლოა “ფიორენტინა” დატოვოს

“ფიორენტინას” ესპანელმა ნახევარმცველმა მარიო სუარესმა შესაძლოა ფლორენცია დატოვოს – იუწყება ცნობილი პორტალი Football Italia.

28 წლის ფეხბურთელი “იების” ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, რითაც ძალიან უკმაყოფილოა და იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია არ გამოსწორდა, კლუბის შეცვლაზე სერიოზულად დაფიქრდება.

მარიო ფლორენციულ კლუბში გასულ ზაფხულს მადრიდის “ატლეტიკოდან” გადავიდა, თუმცა ჯერჯერობით პაბლო სოუზას ნდობა ვერ მოიპოვა. მან მიმდინარე სერია A-ში სულ 4 შეხვედრა ითამაშა, საიდან მხოლოდ ორი დაიწყო ძირითადში. უკანასკნელ ოთხ მატჩში კი, მარიო სულაც თადარიგში დარჩა.

ესპანელს “ფიორენტინასთან” მოქმედი ხელშეკრულება 2019 წლამდე აკავშირებს.

0.108255