ფეხბურთი

16:24 | 21.10.2015 | ნანახია 1597 - ჯერ

რაკიტიჩი: “ბარსელონას” ყოველთვის სჭირდება ნეიმარი”

“ბარსელონას” ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა “ბატესთან” მოგებული მატჩის (2:0) შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ნეიმარი შეაქო და განაცხადა, რომ ბრაზილიელი კლუბისთვის უმნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

რაკიტიჩი, რომელიც პირველ ნახევარში ტრავმირებული სერხი რობერტოს ნაცვლად გამოჩნდა მინდორზე, გუშინდელი შეხვედრის გმირი გახდა - მან “ბატესთან” დუბლი გაიფორმა, ორივე გოლი კი, ნეიმარის პასებით გაიტანა.

“მოხარული ვარ, რომ გოლები გავიტანე და გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე, თუმცა მთავარი 3 ქულაა. არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ გაიტანს გოლს. ჩვენ კიდევ შეგვეძლო გოლის გატანა.

იმედია რობერტოს ტრავმა მძიმე არაა. მასთან საუბარი ჯერ ვერ მოვასწარი და ვიმედოვნებ, მალე დაგვიბრუნდება.

ნეიმარი ყოველდღიურად პროგრესირებს და უფროდაუფრო უკეთესი ხდება. ის საოცარი ფეხბურთელია და “ბარსელონას” ყოველთვის სჭირდება. ბრაზილიელი კიდევ უფრო მოუმატებს” – ციტირებს ხორვატის სიტყვებს Football Espana.

საუბრის ბოლოს ივანმა დაადასტურა, რომ კიდევ ერთ შვილს ელოდება.

“დიახ, ღვთის ნებით ასეა. მე და ჩემი მეუღლე ოჯახში მატებას ველოდებით”


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:12 | 21.10.2015
ჯესი (26029)

ორი ყ))ე.

18:24 | 21.10.2015
Badri Bibilashvili (6126)

შენც სჭირდები ბარსას რაკეტააა.მაგარი კაცი ხარ.

19:51 | 21.10.2015
5_stars (11475)

პრივეტ. რა ქენი გუშინ? ბარსას მეტობა გეწერა

21:55 | 21.10.2015
Badri Bibilashvili (6126)

ვერ მოვიგე.ტოტალურად ვერ გამოვიცანი.არაფერია.

17:09 | 21.10.2015
BATIGOLI 9. (4375)

მანჩესტერს რომ არ უთამაშებდეს თრაკუნებს უკეთესი იქნებოდა!
შეიძლება ფიქრობს რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად უნდა ალბიონზე თამაში

0.123071