ჰოლანდიის ერედივიზიონის IX ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ არნემის “ვიტესის” ქართველი ფეხბურთელები, გურამ კაშია და ვალერი ყაზაიშვილი. აღნიშნული გუნდი კი FOX sport-ის მიერაა შედგენილი. გამოსარჩევია, რომ ყაზაიშილი ტურის საუკეთესი თერთმეტეულში ზედიზედ მეორედ მოხვდა.
“ვიტესმა” ბოლო ტურში სტუმრად “ცვოლე” 5:1 გაანადგურა და ამ შეხვედრაში ყაზაიშვილმა გოლი გაიტანა, კაშიამ კი საგოლე გადაცემა შეასრულა.
მიმდინარე სეზონი ორთავე მოთამაშისთვის წარმატებულად მიმდინარეობს. ვაკოს ამ დროისთვის ჰოლანდიის ჩემპიონატში სამი გოლი აქვს გატანილი, ამდენჯერვე შეძლო თავის გამოჩენა კაშიამაც და ამასთან თანაგუნდელებს ორჯერ საგოლედ უპასა.