ფეხბურთი

2:30 | 21.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

"მეთოფეებმა" "ბაიერნი" დაჭრეს და ხასიათზე მოვიდნენ (+VIDEO)

ლევერკუზენში საფეხბურთო სპექტაკლი გაიმართა, “ბარსელონამ” “ბატე” მეორე ტაიმში გატეხა, ხოლო ლონოდნის “არსენალმა” მიუნხენის “ბაიერნს” სეზონში პირველი მარცხი აგემა და თვითონაც ლიგაზე პირველად იმარჯვა. სანქტ-პეტერბურგის “ზენიტმა” კი პლეი-ოფში თამაში თითქმის უკვე გაინაღდა.

E ჯგუფი

ნამდვილი თრილერი გაიმართა ლევერკუზენში, სადაც ადგილობრივმა “ბაიერმა” და იტალიურმა “რომამ” ერთმანეთს 4-4 გოლი გაუტანეს. მე-18 წუთისთვის “ჯალოროსის” დაცვის ხაზის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა და ხავიერ ერნანდესმა ჯერ პენალტი გაიტანა, მერე შჩესნის ახლო მანძილიდან გაუტანა. ანტრაქტზე გუნდები მაინც საყაიმო ანგარიშით გავიდნენ: ჩიჩარიტოს დანიელე დე როსი არ ჩამორჩა და დუბლი შეასრულა. მეორე ნახევარი რუდი გარსიას გუდმა გადასარევად წარმართა და მირალემ პინიაჩის ლამაზი ჯარიმით (სეზონში მეოთხე გოლი სტანდარტიდან), მერე ჟერვინიოს ჩინებული პასით იაგო ფალკემ იტალიელები ორბურთიანი უპირატესობით დააწანაურეს, თუმცა “რომამ” ანაგრიში, რომელიც მას მეორე ადგილზე გადაიყვანდა ვერ შეინარჩუნა. 84-ე და 86-ე წუთებზე სტუმრებს დაცვაში უყურადრებო თამაში არ ეპატიათ. კევინ კამპლმა შორიდან იხეირა, ხოლო მეჰმედიმ დაუცველ კარს არ ააცილა. არადა, “რომა” გერმანიაში 14 წლის შემდეგ პირველ გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა როგორც ჩანს, საქმე ნაადრევად ჩათვალეს მოთავებულად.

ჯგუფის მეორე მატჩში როგორც მოსალოდნელი იყო “ბარსელონამ” დაგეგმილი სამი ქულა ირგუნა. “ბატემ” მრსიხანე მეტოქეს პირველი ტაიმი გაუძლო, მაგრამ მეორეში ვერაფერს გახდა. კატალონელებს სამი ქულა ხორვატმა ივან რაკიტიჩმა დუბლით მოუტანა. აღსანიშნავია, რომ “სევილიას” ექს ნახევარმცველი თადარიგში იყო და მოედანზე მხოლოდ დაშავებული სერხი რობერტოს ნაცვლად შევიდა.

ჯგუფს სამი ტურის შემდეგ “ბარსა” 7 ქულით ლიდერობს, მეორეზე “ბაიერია” 4 ქულით, 3 ქულა აქვს “ბატეს”, “რომას” კი ერთი.

“ბატე” – “ბარსელონა” 0:2 (0:0) (VIDEO)

ბორისოვი, “ბორისოვ არენა”

მაყურებელი: 12 000

“ბატე” (4-2-3-1): ჩერნიკი; გაიდუჩიკი, მილუნოვიჩი, მლადენოვიჩი, პოლიაკოვი; ვოლოდკო, ნიკოლიჩი (იაბლონსკი 65); სტასევიჩი, ვოლოდკო (კარნიცკი 62), გორდეჩუკი; სიგნევიჩი (მოზოლევსკი 80)

მწვრთნელი: ალექსანდრ იერმაკოვიჩი

“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; დანი ალვეში, პიკე, ბარტრა, ალბა; სერხი რობერტო (რაკიტიჩი 18), მასკერანო, ბუსკეტსი (გუმბაუ 73); მუნირი (რამირესი 70), სუარესი, ნეიმარი

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 0:1 რაკიტიჩი (48), 0:2 რაკიტიჩი (65)

გაფრთხილება: პოლიაკოვი (29), ვოლოდკო (43), გაიდუჩიკი (61), კარნიცკი (82), მილუნოვიჩი (83), ვოლოდკო (88) – ბუსკეტსი (23), დანი ალვეში (41), გუმბაუ (74)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 4 (1) – 21 (6) ბურთის ფლობა: 31%-69% კუთხურები: 0:9 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: მანუელ დე სოუსა (პორტუგალია)

“ლევერკუზენი” – “რომა” 4:4 (2:2) (VIDEO)

ლევერკუზენი, “ბაი არენა”

მაყურებელი: 29 412

“ლევერკუზენი” (4-2-3-1): ლენო; დონატი, ტაჰი, პაპადოპულოსი, ვენდელი; ტოპრაკი (იურჩენკო 78), კრამერი (ბრანდტი 66); ბელარაბი (მეჰმედი 57), ჩალჰანოღლუ, კამპლი; ჩიჩარიტო

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი

“რომა” (4-3-3): შჩესნი; ტოროსიდისი, მანოლასი, რუდიგერი, დინიე; პიანიჩი, დე როსი, ნაინგოლანი; ფლორენცი (იტურბე 90), ჟერვინიო (ჯეკო 85), სალაჰი (იაგო ფალკე 62)

მწვრთნელი: რუდი გარსია

გოლები: 1:0 ჩიჩარიტო (4, პენ), 2:0 ჩიჩარიტო (18), 2:1 დე როსი (30), დე როსი (38), 2:3 პიანიჩი (54), 2:4 იაგო ფალკე (73), 3:4 კამპლი (85), 4:4 მეჰმედი (86)

გაფრთხილება: კრამერი (37), ვენდელი (90) - ნაინგოლანი (25), დე როსი (35)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (10) – 14 (9) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 4:6 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)

F ჯგუფი

ლონდონის “არსენალი” ხავსს წარმატებით ჩაეჭიდა. “მეთოფეებმა” პირველი ორი წაგებული თამაშის შემდეგ თვით მიუნხენის “ბაიერნს” მოუგო. საერთო ჯამში ლონდონელებმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს და დამსახურებულადაც იმარჯვეს. არსენ ვენგერის გუნდს დაწინაურება შესვენებამდე არაერთხელ შეეძლო და ერთ ეპიზოდში თითქოს გოლიც გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ თეო უოლკოტის დარტყმულზე მანუელ ნოიერმა საოცრება ჩაიდინა. სამაგიეროდ, შეცდა პირველი გაშვებული გოლის დროს, როცა კარიდან უყურადღებოდ გამოვიდა და ოლივიე ჟირუს ცაირელ კარში გატანა აღარ გასჭირვებია. ბოლოსკენ, მესუტ იოზილმა მეორედ აიღო გერმანელთა კარი და “არსენალმაც” პირველად მოიგო.

ჯგუფის მეორე თამაშში მოიგო პირეოსის “ოლიმპიაკოსმა”. ბერძნებს ზაგრებში “დინამოსთან” იდიე-ბრაუნმა ბოლოსკენ გატანილი გოლი მნიშვნელოვანი სამიქ ქულისთვის ეყოთ და ახლა ჯგუფს “ბაიერნთან” ერთად 6 ქულით ლიდერობენ. 3-3 ქულა აქვთ “არსენალსა” და “დინამოს”.

“არსენალი” – “ბაიერნი” 2:0 (0:0) (VIDEO)

ლონდონი, “ემირეითსი”

მაყურებელი: 59 824

“არსენალი” (4-2-3-1): ჩეხი; ბელერინი, მერტესაკერი, კოშელნი, მონრეალი; რემზი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 57), კოკელნი; კასორლა, იოზილი, სანჩესი (გიბსი 82); უოლკოტი (ჟირუ 74)

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

“ბაიერნი” (4-2-3-1): ნოიერი; ლამი, ბოატენგი, ალაბა, ბერნატი; ვიდალი (რაფინია 71), ალონსო (კიმიჩი 71); მიულერი, ალკანტარა, დუგლას კოშტა; ლევანდოვსკი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლი: 1:0 ჟირუ (77), 2:0 იოზილი (90)

გაფრთხილება: ჟირუ (84)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (8) – 19 (8) ბურთის ფლობა: 32%-68% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 6:0

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თირქეთი)

“დინამო” (ზაგრები) – “ოლიმპიაკოსი” 0:1 (0:0) (VIDEO)

ზაგრები, “მაქსიმირი”

მაყურებელი: 20 000

“დინამო” (4-2-3-1): ედუარდო; პივარიჩი, სანტოსი, მატელი, ტარაველი; ანტოლიჩი, მაჩადო; სუდანი, ფერნანდესი (ენრიკეზი 73), როგი; ჰოჯიჩი (პიაცა 61)

მწვრთნელი: ზორან მამიჩი

“ოლიმპიაკოსი” (4-3-3): რობერტო; მუსაკუ, ელაბდელუი, სიოვასი, ბოტია; მილიოევიჩი, ფორტუნისი (დომინგესი 72), კასამი; პარდო (სალინო 83), იდიე-ბრაუნი, სება (და კოსტა 90)

მწვრთნელი: მარკო სილვა

გოლი: 0:1 იდიე-ბრაუნი (79)

გაფრთხილება: ტარაველი (41), სუდანი (80) – ელაბდელუი (76), სიოვასი (82)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (2) – 15 (5) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 7:5 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო (იტალია)

G ჯგუფი

“ჩელსი” ისევ უფერულია. ჟოზე მოურინიოს გუნდი კიევში ჩავიდა და “დინამოს” უგოლოდ დაშორდა. “არისტოკრატების” აქტივში ახლა მხოლოდ ოთხი ქულაა და ორი ტურია არ მოუგია. სამაგიეროდ, ისევ ლამაზად ითამაშა პორტუგალიურმა “პორტუმ”, რომელმაც თელ ავივის “მაკაბის” უპრობლემოდ მოუგო. “დრაკონებმა” თამაშის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს.

ახლა “პორტუს” 7 ქულა აქვს, “დინამოს” 5, “ჩელსის” 4, ხოლო ებრაელებს ჯერ ქულა არ მოუპოვებიათ.

“დინამო” (კიევი) – “ჩელსი” 0:0 (0:0) (VIDEO)

კიევი, “ოლიმპიური სტადიონი”

მაყურებელი: 60 191

“დინამო” (4-2-3-1): შოვკოვსკი; დანილო, დრაგოვიჩი, ვიდა, ხაჩერიდი; სიდორჩუკი, რიბალკა; გონსალესი, ბუიალსკი (გარმაში 83), იარმოლენკო; კრავეტსი (მორაეში 78)

მწვრთნელი: სერგეი რებროვი

“ჩელსი” (4-2-3-1): ბეგოვიჩი; ასპილიკუეტა, კეჰილი, ტერი, ზუმა; რამიერესი, მატიჩი; ვილიანი, ფაბრეგასი (ოსკარი 75), აზარი; დიეგო კოშტა

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გაფრთხილება: ბუიალსკი (65) – ზუმა (67)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 12 (4) ბურთის ფლობა: 56%44% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

“პორტუ” – “მაკაბი” 2:0 (2:0) (VIDEO)

პორტუ, “დრაგაუ”

მაყურებელი: 35 209

“პორტუ” (4-3-3): კასილიასი; მ. პერეირა, მარტინს ინდი, მარკანო, ლაუინი; ნევეში, ანდრე ანდრე, კორონა (ერერა 54); ბრაჰიმი (ერერა 84), აბუბაკარი, იმბულა (დ. პერეირა 54)

მწვრთნელი: იულენ ლოპეტეგი

“მაკაბი” (4-3-3): რაიკვოიჩი; ტიბი, ჰარუში, ბენ ჰაიმი, კარლოს გარსია; ალბერმანი, მიტროვიჩი (რიკანი 56), პერეტცი; ბენ ჰაიმი (იტზჰაკი 84), ზაჰავი, მიჩა (ვერმუთი 73)

მწვრთნელი: სლავისა იოკანოვიჩი

გოლები: 1:0 აბუბაკარი (38), 2:0 ბრაჰიმი (41)

გაფრთხილება: კორონა (22) – მიჩა (33), ბენ ჰაიმი (79), კარლოს გარსია (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (5) – 12 (1) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 13:0 თამაშგარე: 5:1

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)

H ჯგუფი

ბევრი “ვალენსიასგან” “გენტის” ადვილად ძლევას ვარაუდობდა, მაგრამ “ღამურებს” ბელგიის ჩემპიონის ძლევა გაუჭირდათ. რომ არა სტუმარ მცველთა დაუდევრობა 72-ე წუთზე და მიტროვიჩის ავტოგოლი, ვინ იცის იქნებ “გენტს” “მესატლიადან” ქულაც წაეღოთ.

ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფუ ეტაპზე ზედიზედ სამი თამაში მოიგო “ზენიტმა”. რუსეთის უძლიერესმა გუნდმა ამჯერად სახლში ფრანგული “ლიონი” დაამარცხა 3:1. არტიომ ძიუბამ სტუმრებს მისალმება არ დააცადა და ანგარიში გახსნა. ეს პირველ 45 წუთში ერთადერთი გოლი აღმოჩნდა. სამაგიეროდ, უფრო შედეგიანი გამოდგა მეორე ტაიმი: ალექსანდრ ლაკაზეტმა დასაწყისშივე გაქვითა ძიუბას გოლი, თუმცა მერე ჰალკმა და პორტუგალიელმა დანიმ მასპინძელთა გამარჯვეა გარდაუვალი გახადეს.

“ზენიტს” 9 ქულა აქვს და პლეი-ოფთან ახლოსაა, “ვალენსია” 6 ქულა დაუგროვდა, ხოლო “ლიონსა” და “გენტს” მხოლოდ თითო ქულა გააჩნიათ და ჯგუფიდან გასვლა ერთობ გაუძნელდებათ.

“ვალენსია” – “გენტი” 2:1 (1:1) (VIDEO)

ვალენსია, “მესტალია”

მაყურებელი: 35 000

“ვალენსია” (4-4-2): ხაუმე; ჟოაო კანსელო, მუსტაფი, სანტოსი, გაია; დანი პარეხო (როდრიგო 68), ხავი ფუეგო, გომესი; ფეგული, ალკასერი (დანილო 82), სანტი მინა (პიატი 61)

მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო

“გენტი” (3-4-3): სელსი; მიტროვიჩი, ასარე, ნილსენი; მატონი (სიმონი 84), ნეტო, კუმსი, საიეფი; ფოკეტი, მილიჩევიჩი, დეპოიტრე

მწვრთნელი: ჰეინ ვანჰაეზერბრუკი

გოლები: 1:0 ფეგული (15), 1:1 ფოკეტი (40), 2:1 მიტროვიჩი (72, ა.გ)

გაფრთხილება: დანი პარეხო (18), სანტი მინა (46), კანსელო (55), გაია (90) – ასარე (22), საიეფი (66), ფოკეტი (70), სიმონი (86)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (6) – 12 (4) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 6:3

მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)

“ზენიტი” – “ლიონი” 3:1 (1:0) (VIDEO)

სანქტ-პეტერბურგი, “პეტროვსკი”

მაყურებელი: 18 000

“ზენიტი” (4-2-3-1): კერჟაკოვი; ანიუკოვი, ლემბერტსი, გარაი, კრიშიტო; ხავი გარსია (ნეტო 84), ვიტსელი; დანი (რიაზანცევი 89), შატოვი, ჰალკი; ძიუბა (იუსუპოვი 75)

მწვრთნელი: ანდრე ვილაშ ბოაში

“ლიონი” (4-3-3): ლოპესი; ჟალე, იანგა-მბივა, უმიტი, მორელი; ფერი (გეძალი 71), გონალონსი, ტოლისო; რაფაელი (კორნე 83), ლაკაზეტი (ბიავუ 80), ვალბუენა

მწვრთნელი: ჰუბერ ფურნიე

გოლები: 1:0 ძიუბა (3), 1:1 ლაკაზეტი (49), 2:1 ჰალკი (57), 3:1 დანი (83)

გაფრთხილება: ჰალკი (6), ხავი გარსია (52) – გონალონსი (39), რაფაელი (46), უმიტი (52), იანგა-მბივა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (6) – 15 (3) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 4:7 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)

0.259531