ლონდონის “ტოტენჰემისა” და ბელგიის ნაკრების ნახევარმცველი ნასერ ჩადლი ტრავმის გამო ექვს კვირას გამოტოვებს.
ბელგიელი მოთამაშე შაბათს “ლივერპულთან” ფრედ (0:0) დასრულებული შეხვედრის მე-10 წუთზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა. სრულფასოვანმა სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ნასერს ტერფი აქვს დაზიანებული და ექვსი კვირა ვერ შეძლებს თამაშს.
26 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 11 მატჩის ჩატარება მოასწრო, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.