ფეხბურთი

15:49 | 20.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯიბრილ სისე ფეხბურთს თავს ანებებს

ახლო წარსულში ცნობილი ფრანგი ფეხბურთელი ჯიბრილ სისე საფეხბურთო კარიერას ამთავრებს. ამის შესახებ 34 წლის ჯიბრილმა “კანალ პლიუსთან” ინტერვიუში განაცხადა. სისე ბუცებს ლურსმანზე დამდეგი წლის იანვარში ჩამოკიდებს.

“ჩემს სხეულს მოვუსმინე და მივხვდი, რომ დასასრულის დროა. მაღალ დონეზე თამაში აღარ შემიძლია”, - თქვა საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა.

სისე ძალზე ახალგაზრდულ ასაკში ჟი რუს გაწვრთნილ “ოსერში” გამოჩნდა და მასზე დიდ იმედსაც მაყარებდნენ, მაგრამ ხშირი ტრავმიანობის გამო თავისი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა. “ოსერის” გარდა მის კარიერაში “ლივერპული”, “მარსელი” და “ლაციოც” იყვნენ. საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში კი 41 მატჩში 9 გოლი გაუტანია და 2003 წელს კონფედერაციის თასიც მოუგია.

0.118855