ფეხბურთი

13:07 | 20.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლას პალმასი” – ერერა სეტიენმა შეცვალა

ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში პირველი სამწვრთნელო ცვლილება მოხდა. “ლას პალმასის” ხელმძღვანელობამ არასასურველი შედეგების გამო, პაკო ერერა დაითხოვა და მის ნაცვლად, კიკე სეტიენი მიიწვია.

61 წლის ერერას, რომელმაც “ლას პალმასი” შარშან ჩაიბარა და 13-წლიანი პაუზის შემდეგ ლა ლიგაში დააბრუნა, გასულ ტურში “ხეტაფესთან” განცდილი მწარე მარცხი (0:4) არ აპატიეს და კარისკენ მიუთითეს.

“ყვითლების” ახალი თავკაცი კიკე სეტიენი 2009-2015 წლებში “ლუგოს” მწვრთნელი გახლდათ. ყველაზე ცნობილი კლუბი, სადაც მუშაობდა სანტანდერის “რასინგია”, რომელსაც 2001/2002 წლების სეზონში მოძღვრავდა. ის 2006-2007 წლებში ეკვატორული გვინეის ნაკრებსაც ედგა სათავეში.

57 წლის სპეციალისტს კანარელები დღეს თბილისის დროით 19:00 საათზე წარადგენენ.

“ლას პალმასი” რვა ტურის შემდეგ 5 ქულით მე-19 პოზიციას იკავებს.

0.11485