ჩოგბურთი

23:46 | 19.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა იაპონელთან წყვილში ითამაშებს

მას შემდეგ, რაც სოფო შაფათავასთან ერთად ითამაშა, ოქსანა კალაშნიკოვა ისევ უცხოელ ჩოგბურთელს შეუწყვილდა და მიმდინარე კვირაში ლუქსემბურგის საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 226 728 დოლარი) ვიხილავთ.

BGL BNP Paribas Luxembourg Open-ის საწყის რაუნდში კალაშნიკოვა იაპონელ მისაკი დოისთან ერთად ჩაებმება, ამ წყვილის მეტოქეები კი შვეიცარიელი ქსენია კნოლი და ბელგიელი ელის მერტენსი იქნებიან.

0.113621