ფეხბურთი

22:10 | 19.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნეგრედო კვლავ განაცხადს მიღმა დარჩა

“ვალენსიას” მთავარი მწვრთნელის ნუნუ ესპირიტო სანტოს გადაწყვეტილებით, კლუბის თავდამსხმელი ალვარო ნეგრედო “გენტთან” გასამართ საჩემპიონთალიგო დაპირისპირებას გამოტოვებს.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა გამოცდილი ფორვარდი “მალაგასთან” მოგებული (3:0) შეხვედრის მსგავსად, 18-კაციან განაცხადში არ შეიყვანა და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება სპორტული ფაქტორების გამო მიიღო.

“ყველა ჩემი გადაწყვეტილება განპირობებულია სპორტული ფაქტორებით. ალვარო სასურველ ფორმაში არაა. წინ უამრავი შეხვედრაა სხვადასხვა ტურნირებზე და თამაში ყველას მოუწევს”, - განაცხადა 41 წლის მწვრთნელმა.

ალვაროს გარდა, ნუნუმ როდრიგო დე პაულზე და რუბენ ვეზოზე თქვა უარი, რომლებიც ასევე “მალაგასთანაც” არ იყვნენ განაცხადში, ხოლო მეტიუ რაიანი, დიეგო ალვეში, აიმენ აბდენური და ენცო პერესი კვლავ ტრავმირებულნი არიან.

შეგახსენებთ, რომ ნეგრედომ მიმდინარე სეზონში 9 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

0.122182