ფეხბურთი

21:14 | 19.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი პსჟ-სთან მატჩს გამოტოვებს

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი გარეტ ბეილი “პარის სენ-ჟერმენთან” გასამართ საჩემპიონთალიგო მატჩს ტრავმის გამოტოვებს.

უელსელი ფეხბურთელი შაბათს “ლევანტესთან” მოგებული (3:0) შეხვედრის პირველ ნახევარში დაშავდა და მეორე ტაიმში მოედანზე აღარ გამოჩენილა.

გარეტს დღეს სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და დადგინდა, რომ მარცხენა ფეხის კუნთი აქვს დაზიანებული. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოახერხებს დაბრუნებას.

26 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 8 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.127374