წყვილთა თანრიგში მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელები ძმები ბობ და მაიკ ბრაიანები 2002 წლის შემდეგ პირველად ერთად არ ითამაშებენ.
ვენის ტურნირის წყვილთა თანრიგში მაიკ ბრაიანი სტივ ჯონსონთან ერთად ითამაშებს. მაიკმა თავის ძმის გარეშე ბოლოს 2002 წელს ითამაშა.
Tennisworldusa.org-ის ცნობით, ძმების საჩოგბურთო განშორება კიდევ ერთი ახალი ბრაიანის დაბადებას უკავშირდება. ბობ ბრაიანი თავისი მესამე შვილის დაბადებას ელოდება.