ვაჟთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერის საუკეთესო ნიშნულს უწია. პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) კლასიფიკაციაში მან 616 ქულით 86-ე ადგილს უწია.
გასულ რეიტინგთან შედარებით, ნიკოლოზი 7 პოზიციით დაწინაურდა და კიდევ უფრო წინსვლა ჰქონდა ალექსანდრე მეტრეველს. ის ერთბაშად 41 საფეხურით აღზევდა და 328-ე ადგილზეა, რაც ასევე მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია.