საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი სპორტკომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ნაკრების წევრებს შეხვდნენ. საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა გუნდში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია თავად მოთამაშეებისგან და მთავარი მწვრთნელისგან მიიღეს.
ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა შესარჩევი რაუნდის მატჩებისთვის ფუტსალის ნაკრებს სრულ მხარდაჭერას დაპირდა. შესარჩევი რაუნდი მოლდოვაში გაიმართება. გუნდი კიშინიოვში 21 ოქტომბერს გაემგზავრება. შესარჩევი რაუნდის კალენდარი ასე გამოიყურება:
22 ოქტომბერი: საქართველო – გიბრალტარი
23 ოქტომბერი: საქართველო – ანდორა
25 ოქტომბერი: მოლდოვა – საქართველო
მომდევნო შესარჩევი ეტაპის საგზურს ოთხ ნაკრებს შორის საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი მოიპოვებს.
სფფ-ის პრესსამსახური