ფეხბურთი

12:03 | 19.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფალკაომ შესაძლოა “ჩელსი” დატოვოს

ლონდონის “ჩელსის” კოლუმბიელი ფორვარდი რადამელ ფალკაო, რომლის სატრანსფერო უფლებები “მონაკოს” ეკუთვნის, ინგლისური კლუბის ვადაზე ადრე დატოვების შესაძლებლობას განიხილავს.

The Telegraph-ის ცნობით, 29 წლის ფეხბურთელი სათამაშო დროის დეფიციტის გამო კლუბის გამოცვლას იანვარში გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ ფალკაო ბოლო ორ მატჩში - “ასტონ ვილასთან” და “პორტუსთან”, განაცხადშიც ვერ მოხვდა და ამის მიზეზი ტრავმა არ ყოფილა. კოლუმბიელის საიჯარო ხელშეკრულება სეზონის ბოლომდეა გათვლილი, თუმცა, გაზეთის მონაცემებით, “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო რადამელის ზამთარში გაშვებას დათანხმდება, თუკი მის შემცვლელს იპოვის.

ფალკაომ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ჯამში მოედანზე 192 წუთი გაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

0.131452