ფეხბურთი

11:09 | 19.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბეკენბაუერი ბრალდებას უარყოფს

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ფრანც ბეკენბაუერმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ გერმანიამ ფიფას ოთხი ფუნქციონერი მოისყიდა, რათა მათ მხარი ტურნირის ამ ქვეყანაში ჩატარებისთვის დაეჭირათ.

“მე ფული არავისთვის მიმიცია იმის სანაცვლოდ, რომ გერმანიას 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მიეღო. დარწმუნებული ვარ, ჩემი გუნდის არცერთ წევრს მსგავსი არაფერი გაუკეთებია” - განაცხადა AP-სთან საუბარში ბეკენბაუერმა.

Der Spiegel-ში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფიფას მაღალჩინოსნებმა გერმანიის განაცხადისთვის მხარდაჭერის სანაცვლოდ 6,7 მილიონი ევრო მიიღეს.

ამ ინფორმაციას გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც წერია, რომ 6,7 მილიონი ევრო ფიფას 2005 წელს, კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისთვის გადაერიცხა.

0.113766