თურქეთის საკალათბურთო ლიგაში ვიქტორ სანიკიძის “ტედ ანკარა კოლეჯლილერი” “უსაკსპორტიფთან” 86:92 დამარცხდა, ქართველი კალათბურთელის მონაგარი კი 8 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა იყო.
სანიკიძემ 23:20 წუთში 7-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამქულიანი და 5 საჯარიმო ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
საინტერესოა, რომ ვიკას ჩემპოიონატის 2 ტურის თავზე საშუალოდ 8.0 მოხსნა გააჩნია და ამ კომპონენტში ის მთელს ლიგაში პირველ ადგილზე იმყოფება.
მოედანზე ვერ ვიხილეთ მანუჩარ მარკოიშვილი, რომლის “დარუშაფაკაც” ჩემპიონატის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტ “ფენერბაჰჩეს” დაუხვდა და 65:70 დამარცხდა.