ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დაწყებული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 2 324 045) ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდა, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწია.
ბასილაშვილი კვალიფიკაციაში მე-2 ნომრად იყო განთესილი და საწყის რაუნდში დაისვენა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი მე-6 რეიტინგის მქონე იაპონელ უიჩი სუგიტასთან 3:6, 5:7 დამარცხდა.