ფეხბურთი

21:47 | 18.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ნიუკასლმა” და ვეინალდუმმა “ნორვიჩთან” გაილაღეს

ინგლისის ჩემპიონატის მე-9 ტურის მეორე სათამაშო დღეს ერთი შეხვედრა გაიმართა. “ნიუკასლმა” “სენტ ჯეიმს პარკზე” “ნორვიჩი” მიიღო, შავი დღე აყარა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

შეხვედრა ძალიან სანახაობრივი გამოვიდა და მაყურებელმა რვა გატანილი გოლი იხილა, რომელთაგან ოთხი გოლი ჟორჟინიო ვეინალდუმმა გაიტანა.

ანგარიში მე-14 წუთზე გაიხსნა, მუსა სისოკომ ძალიან კარგად ითამაშა და ვეინალდუმი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, რომელმაც ახლო მანძილიდან შეძლო გატანა. სტუმრებმა წონასწორობა მე-20 წუთზე აღადგინეს, ოლსონის ჩაწოდებულს მბოკანი გამოეხმაურა და ელიოტი უშანსოდ დატოვა. ექვს წუთში “ნორვიჩი” კვლავ ხსენებულმა დუეტმა დაამწუხრა, სისოკომ ვეინალდუმს თავზე დაასვა ბურთი და მასპინძლები კვლავ წინ გავიდნენ, ხოლო 33-ე წუთზე აიოზე პერესმა კონტრშეტევა გოლით დაასრულა და სხვაობა სოლიდური გახადა, თუმცა “იადონებმა” ერთ წუთში სხვაობის შემცირება მოახერხეს, მარცხენა ფლანგზე კვლავ ოლსონმა იაქტიურა და საჯარიმოში კარგად ჩააწოდა, ბურთი რედმონდს მიუვიდა და შედეგიანი დარტყმა განახორციელა. პირველ ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ნახევარი კი, მთლიანად “კაჭკაჭების” უპირატესობით წარიმართა. 64-ე წუთზე მუსა სისოკომ მესამე საგოლე გადაცემა მიითვალა, ამჯერად ალექსანდრ მიტროვიჩს გაატანინა, რომელმაც ბურთი მკერდით მშვენივრად დაამუშავა და ძლიერი დარტყმით რუდის შანსი არ დაუტოვა. ორ წუთში დერილ ჯანმაატი მარჯვენა ფლანგიდან ჩაერთო შეტევაში და საჯარიმოში კარგად ჩააწოდა, რასაც ვეინალდუმის ზუსტი თავური მოჰყვა, ხოლო 85-ე წუთზე ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ლამაზი შორეული დარტყმით პოკერი გაიფორმა – 6:2.

სტივ მაკლარენის შეგირდებმა 6 ქულა დააგროვეს და გასავარდნ ზონაში რჩებიან, ხოლო “ნორვიჩი” 9 ქულით 16-ე ადგილს იკავებს.

ნიუკასლი – ნორვიჩი 6:2 (3:2)

ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”

ნიუკასლი (4-2-3-1): ელიოტი, დუმეტი (ჰაიდარა 65), კოლოჩინი, მბემბა, ჯანმაატი, ტიოტე (ანიტა 46), კოლბეკი, ა.პერესი, ვეინალდუმი, სისოკო, მიტროვიჩი (სისე 88).
მწვრთნელი: სტინ მაკკლარენი

ნორვიჩი (4-2-3-1): რუდი, მარტინი, ბასონგი, ოლსონი (ჯერომი 84), ვაითაკერი, დორანსი (ო’ნეილი 84), ტეტი (ჰულაჰანი 62), ჰაუსონი, ბრედი, რედმონდი, მბოკანი.
მწვრთნელი: ალექს ნილი

გოლები: 1:0;2:1;5:2;6:2 ვეინალდუმი (14;26;66;85), 1:1 მბოკანი (20), 3:1 ა.პერესი (33), 3:2 რედმონდი (34), 4:2 მიტროვიჩი (64)
გაფრთხილებები: ტიოტე – დორანსი
მსაჯი: ენტონი ტეილორი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090527