ფეხბურთი

21:06 | 18.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილის, კვეკვესკირის, გელაშვილისა და გრიგალაშვილის გოლები (+VIDEO)

ვალერი ყაზაიშვილმა ჰოლანდიის ერედივიზიონის ზედიზედ მეორე ტურში გაიტანა. 22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ამჯერად “ცვოლეს” კარი აიღო, როცა 44-ე წუთი მიმდინარეობდა (VIDEO). “ვიტესის” კაპიტანმა გურამ კაშიამ კი თავი საგოლე პასით გამოიჩინა და რაშიცას 78-ე წუთზე გაატანინა (VIDEO). ყაზაიშვილი 76-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კაშიამ თავიდან ბოლომდე ითამაშა. არნემელებმა კი მეტოქე 5:1 გაანადგურეს, 17 ქულა დააგროვეს და მე-5 პოზიციაზე აღზევდნენ.

წარმატებული სათამაშო დღე ჰქონდათ “პაფოსში” მოასპარეზე ქართველებს. ამ გუნდმა სახლში “ახნასი” 3:0 დაამარცხა, ხოლო პირველი და ბოლო გოლი ჩვენებურებმა გაიტანეს (VIDEO). ანგარიში მე-20 წუთზე ნიკა გელაშვილმა გახსნა, ხოლო 89-ეზე მატჩს წერტილი ელგუჯა გრიგალაშვილმა დაუსვა. გელაშვილი 56-ე წუთამდე თამაშობდა, ლევან ხმალაძემ როინ კვასხვაძე და გია გრიგალავამ კი თავიდან ბოლომდე ითამაშეს. გოლის ავტორი გრიგალაშვილი თავის მხრივ თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო. დამარცხებულთა შორის 63-ე წუთიდან ითამაშა შოთა გრიგალაშვილმა, ხოლო ბექა ტუღუში სათადარიგო სკამზე დარჩა. “პაფოსს” 7 ტურში 8 ქულა აქვს და მეშვიდეა. “ახნასი” კი ამდენივე ქულით მერვეა.

დღესვე უნდა ეთამაშა გიორგი აბურჯანიასა და ირაკლი მაისურაძის “ანორთოსის”, თუმცა ფამაგუსტელთა და “აპოლინის” თამაში გადაიდო.

წარმატებული დღე ჰქონდა ბაქოს “ინტერის” წევრ ნიკა კვეკვესკირსაც. საქართველოს ნაკრებში კარგად წარმოჩინებულმა ფეხბურთელმა “სუმქაითს” გასვლაზე 36-ე წუთზე გაუტანა (VIDEO), რითაც თავის გუნდს ქულა მოაპოვებინა. ნიკას მსგავსად ბაქოელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ვეტერანმა ლაშა სალუქვაძემაც. “ინტერს” 8 ტურის შემდეგ 14 ქულა გააჩნია და მე-4 ადგილზეა.

უკრაინის პრემიერლიგაში დავით თარგამაძის “ოლექსანდრიამ” სანდრო კობახიძის “ვოლინი” საკუთარ მოედანზე დაამარცხა – 3:1. ქართველი ნახევარმცველები ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და თუ თარგამაძე 76-ე წუთზე შეცვალეს, კობახიძემ შეუცვლელად ითამაშა. “ოლექსანდრიას” 11 ტურში 12 ქულა აქვს და მერვეა, ხოლო “ვოლინი” 17 ქულით მეხუთე ადგილზეა.

სათადარიგო იყო გიორგი ლორია. საქართველოს ნაკრების მეკარის გუნდმა კი შინ “ტერეკთან” წააგო (0:2). “კრილია სოვეტოვს” 12 ტურში დაგროვილი 15 ქულით მე-8 პოზიცია უკავია.

საბერძნეთის სუპერლიგის მეშვიდე ტურში შინ წააგო გიორგი მერებაშვილის "ვერიამ". გიორგის თანაგუნდელებმა "ათრომიტოსისგან" ერთი გოლი მიიღეს და თავად ვერ გაიტანეს. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და 65-ე წუთზე შეცვალეს. "ვერია" 7 თამაშში მოპოვებული 8 ქულით მე-11 ადგილზეა.

0.118497