დამოუკიდებელი საქართველოს საკალათბურთო ისტორიის ყველაზე ტიტულოვანმა თბილისის ვითამ ვითიბი ლიგის გათამაშებაში მეოთხე შეხვედრა ჩაატარა და წინა მატჩებთან შედარებით ნაკლები სხვაობით დამარცხდა. ამჯერად ვითელთა მოწინააღმდეგე „სოხუმის“ ყოფილი დამრიგებლის, ლატვიელი სპეციალისტის აინარს ბაგატსკისის „ნიჟნი ნოვგოროდი“ იყო.
სტუმრები მათთვის კომფორტული სხვაობით დაწინაურებას თითქმის მთელი სათამაშო დროის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ, მესამე პერიოდში კი “ვითამ” უკრაინელი ლეგიონერის ლიპოვის ზუსტი სამიანით სხვაობა 7 ქულამდეც დაიყვანა. დარჩენილ დროში “ნიჟნი ნოვგოროდმა” თამაშს უმატა და საბოლოოდ 100:78 იმარჯვა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა "ნიჟნი ნოვგოროდის" ამერიკელმა ფორვარდმა ვიქტორ რადიმ მოიპოვა რომლის ანგარიშზე 26 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი პასია.
ვითელთა შემადგენლობაში საუკეთესო შედეგიანობით ამერიკელი ფორვარდი დარიუს კარტერი გამოირჩა - 18 ქულა. მის ანგარიშზე 7 მოხსნაცაა. ვითას კიდევ ერთმა ამერიკელმა ლეგიონერმა პიერია ჰენრიმ თბილისელებს 17 ქულა, 5-5 მოხსნა და შედეგიანი გადაცემა შესძინა. ვითიბი ლიგის წლევანდელ გათამაშებაში ქართველთაგან ლევან შენგელიამ პირველად გადალახა 10 ქულიანი ზღვარი. მის აქტივში 12 ქულაა. ისიც აღსანიშნავია, რომ ვითელებმა წლეულს თავისი საუკეთესო შედეგიანობა აჩვენეს.
მომდევნო შეხვედრას "ვითა" სტუმრად ვითიბი ლიგაში ესტონეთის წარმომადგენელ ტალინის "კალევთან" 25 ოქტომბერს გამართავს.
ვითა - ნიჟნი ნოვგოროდი 78:100 (22:31, 17:19, 24:24, 15:26)
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
აინარს ბაგატსკისი (“ნიჟნი ნოვგოროდის” მთავარი მწვრთნელი): “თბილისში თამაში ნებისმიერი გუნდისთვის ყოველთვის რთულია. მართალია, მატჩის მსვლელობას ვაკონტროლებდით, თუმცა დიდი უპირატესობის მოპოვებას მაინც ვერ ვახერხებდით. მეტ-ნაკლებად იდეალურ თამაშს ეპიზოდურად ვაჩვენებდით, გვქონდა პერიოდული ჩავარდნებიც, რასაც “ვითა” სათავისოდ იყენებდა. ვითიბის ლიგის მიმდინარე გათამაშებაში კონკრეტულ მიზანს არ ვისახავთ. ვესწრაფვით, მაყურებელს მიმზიდველი კალათბურთი ვუჩვენოთ. ქართველი კალათბურთელებისთვის „ვითიბი ლიგაში“ თამაში კარგი შანსია. იგივე შემიძლია ვთქვა ჩემ ყოფილ შეგირდ ირაკლი ჩლაიძეზე. მას და მთლიანად გუნდს წარმატებას ვუსურვებ, ოღონდ არა ჩვენთან დაპირისპირებისას. პირადად მე რაც შემეხება, ლატვიის ეროვნულ გუნდთან კონტრაქტი დამიმთავრდა. სიამოვნებით გავიხსენებ სამშობლოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობის პერიოდს. ეს ჩემთვის დიდი პატივი გახლდათ”.
პაველ გოოგე (“ვითას” მთავარი მწვრთნელი): “არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, დრო გვჭირდება და თანდათან ყველაფერი დალაგდება. ჩემი გათვლებით და რწმენით, მეშვიდე მატჩისთვის ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებით. ვითიბი ლიგა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ტურნირია. ამჯერად, გეგმის შესრულებასთან ახლოს ვიყავით, თუმცა, მოწინააღმდეგემ ფიზიკური მზადყოფნით გვაჯობა. 10-ქულიანი სხვაობის შენარჩუნება მინდოდა და ჩვენი ახალგაზრდები წევრები გოგა ბითაძე, მაიზერ რევაზაშვილი ამიტომ არ ვათამაშე. ვადასტურებ, ნიკა ცქიტიშვილის მიმართ ინტერესი გვაქვს. მისი გამოცდილება ძალიან კარგ სამსახურს გაგვიწევს.
კონსტანტინ ანიკიენკო (“ვითას” კალათბურთელი): “შეხვედრის საბოლოო ანგარიში თამაშის მსვლელობას არ შეეფერება. მეტოქეს იოლი ბურთები ჩავაგდებინეთ და ჩვენ საკუთარი შანსი ბევრჯერ გავუშვით ხელიდან. თბილისის სპორტის სასახლეში თამაში მეტად სასიამოვნოა და მაყურებლის მხარდაჭერაც დიდი სტიმულია”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წელს აპირებენ ჩვენები სადმე გამოსვლას?
არჩევნებამდე არა სახაშლამე ხორცივით საარცევნოდ ცამოატარებენ და მერე გამოვლენ სადმე. შემაჯამებელ ტურნირში ალბათ თუ ჩატარდა
პ.ს. გუჯეჯიანის „ისტორიული და საფირმო“ რჩევა- დარიგება მარგველაშვილს აბესთან სხვატკის დროს ძუდოს მატეანეშია შესატანი „თვალებში უყურე თვალებში შეშინებულიაო“ მარგველამაც შეხედა თვალებში აბეს.... და გაიფიქრა, ისემც შენ მ....ან პატრონიო.
გუჯეჯიანი დაღუპავს ნაკრებს აგერ მე და აგერ თქვენ, მალე ვნახავთ რეგრესს, მაგან ისეთი მზეობები იბაზრა პირველ არხზე გუშინ რო, ერთხელ კიდევ დავრწმუნდი რა ტესლიცაა, ეგ თუარ მოშორდა მარტო ბექაურის გიჟური( კარგი გაგებით) ჭიდაობის იმედზე ვიქნებით მხილოდ, დანარჩენებს რეგრესი გარანტირებული აქვთ!!!
რა ისაუბრა?
ძალიან ხშირად მოგვეცემა ამის შანსი ძიუდოში. ძიუდოს ფედერაცია მუშაობს. კალათბურთის ფედერაცია მკვდარია, ფეხბურთი მათი ბიძაშვილია. ჭიდაობის ფედერაცია კი ყველაზე დაღუპული ფედერაციაა წამყვან ფედერაციებს შორის თორემ მძლეოსნობის ფედერაციას კი ჯობნიან
ძიუდოისტების გამოსვლა ყველაზე დიდი სასიამოვნო სიურპრიზი იყო რომ არა ისინი მაგარი ცაკუკული ოლიმპიადა გვქონდა. პირველად არსებობის მანძილზე 7 წონაში გვქონდა მედლის აღების შანსი არამგონია ასეთი შანსი კიდევ მოგვეცეს
ოლიმპიადის ჩემეულ შეჯამებას გავაკეთებ რას ველოდი და როგორ ახდა ჩემი მოლოდინი. 60-ში ჩხვიმიანს საკმაოდ ბევრი გაუცდა და პროგნოზის გაკეთება მიჭირდა მაქსიმუმ ბრინჯაოს ველოდი და უმედლოდ დარჩა. 66-ში მარგველასგან ყველაფერს და არაფერსაც და ვერცხლი. შავისგან მედალს ონოს თუარ გადაეყრებოდა ფინალამდე და მედალი დადო ვერცხლი. 81-ში გრიგალასგან ყველა მედალს და თან ოქროს ელოდო არ მქონდა ოქროს მოლოდინი მსოფლიოს მერე ბრინჯაოც სათუთოდ მიმაჩნდა რადგან მეტოქეებს ზემოდან უყურებდე ზერელედ არ აფასებდა ნამეტანი თავდაჯერებული იყო და საბოლოოდ ამან დააღალატა. 90-ბექაურისგან ოქროს დ აბევრჯერ დავწერე რატომაც ახალგაზრდული ასაკის და არანორმალური ჟილკის გამო და ოქროთი დაგვიბრუნდა სოფელში. 100-ლიპოს ჩემპიონობის არმჯეროდა ბოლო წლებში თითქმის ყველაფერი წააგო ევროპა მსოფლიო ფაქტია ჯანი აღარ ყოფნიდა და საბოლოოდ უსახელოდ დაასრულა კარიერა. თუში გადამალული იყო და როგორც სხვები მეც მაქსიმუმი ბრინჯაოს ველოდით მაგრამ ბაშაევმა რინერი რო გააგორა ყველა ჩემპიონობას ველოდით მაგრამ ტატოსავით თუშიც თვითდაჯერებულობამ დაღუპა ჩეხთან პირად შეხვედრა ყვეალ მოგებული ჰქონდა.
არხილოსკალოელი ხარ?
მეზობელი სოფლიდან. ლაშას მშობლებს ვიცნობ საკმაოდ ახლოს. თვითონ ლაშა პატარა ბიჭი მახსოვს.
რა შეიძლებ ვუწინასწარმეტყველოთ ამ შვიდეულს მომავალი სეზონებისთვის?
და მომავალ ოლიმპიადაზე ალბათ ახალი სახე წარდდგება.
ჩხვიმიანი თუ არ მოეშვა შეუძლია ოლიმპიადამდე დარჩენილი 3 წელი ისევ პირველ ნომრად დარჩეს ნაკრებში, მთავარი კონკურენტი ნოზაძე იქნება, და თუ პროგრესის რესურსი აღმოაჩნდება მაშინ ამოაგდებს ჩხვიმიანს კიდეც. ასევე ბოლომდე არ გამოვრიცხავ პატარა პაპინაშვილს
66-ში ალბათ მარგველაშვილიც პირველ ნომრად გაქაჩავს 2024 წლამდე, უბრალოდ მომავალ ციკლში ბევრად მეტის დამტკიცება მოუწევს ვიდრე გასულში, რადგან ნინიაშვილი და კიდევ რამოდენიმე ახალგაზრდა ბიჭი წამოეწევიან…
შავდათუაშვილს ასაკი და უცნობი კონკურენტები ერთად წამოეპარებიან
81-ში გრიგალაშილის უნდა იყოს მომავალი 4-5 წელი!
90-აქ ბექაური ნომერ პირველი, ღვინიაშვილი და მაისურაძე კი მე-2 ნომრობაზე იპაექრებიან
ლიპო წავიდა და მომავალი სულამანიძისაა
მძიმეში ვაითუ თუშიშვილი ფსიქოლოგიურად გატყდა და არც მოინდომოს მომავალ ოლიმპიადაზე ფიქრი, და თუ მოინდომა მაშინ ვფიქრობ რომ 3 წლის მერეც აჯობებს ზაალიშვილს
ჯერ დიდი დროა მაგრამ შავი 32 იქნება და სავარაუდოდ ეგ წავა აბა არავინ ჩანს მის წონაში კონკურენტი
ეჰ, რომ არა თუშიშვილის მიერ ოქროს ასეთი დასანანი განიავება, კმაყოფილზე კმაყოფილი ვიქნებოდი, მიუხედავად იმისა რომ ისედაც ძალიან კარგი რეზულტატი აჩვენა ჩვენმა ნაკრებმა...