ძიუდო

17:21 | 18.10.2015 | ნანახია NaN - ჯერ

ლიპარტელიანი პარიზის ოქროს მიუახლოვდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ვარლამ ლიპარტელიანი პარიზის გრან სლემის ფინალშია. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ოთხივე იპონით მოიგო.

საწყის ბრძოლაში ლიპარტელიანმა ესტონელი ალექსანდრ მარმელიუკი ორ წუთში შებოჭა. რუსეთის ნაკრების წევრ საიდ ემი ჟამბეკოვს 58 წამში შეუსრულა ეფექტური სუფთა გდება. ფრანგ აქსელ კლერჟეს ასევე ულამაზესი იპონისთვის 2 წუთი და 54 წამი აკმარა. ნახევარფინალში კი სერბი ალექსანდრ კუკოლჟი შებოჭა.

ფინალში ვარლამ ლიპარტელიანი კიდევ ერთ ფრანგს – ალექსანდრე იდირს დაუპირისპირდება.

დღესვე, ფრანგულ ტატამზე საქართველოს ქალთა ნაკრების ნატურალიზებული წევრი ესტერ სტამიც (70 კგ) გავიდა და კარგადაც დაიწყო – პირველ წრეში რუსი ალენა პროკოპენკო შებოჭა. მერვედფინალში კი ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ გერმანელ ლაურა ვარგას კოხთან უილეთო შეხვედრაში ორი გაფრთხილებით დამარცხდა.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 18 საათიდან დაიწყება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:30 | 13.12.2015
stoikovich (5984)

ჯაბა და ყვითელი განუყოფელია

14:35 | 13.12.2015
რაჭა (10043)

მეონა კარიერა დაამთავრა
წარმატებები

14:23 | 13.12.2015
ika_juve (1742)

მეთქი ბარსაში გადასულა და არ ვიცოდი DDDD

13:23 | 13.12.2015
barca_giorgi (385)

ცხადაძესაც და გელაშვილსაც ჯობია და ჯობდა ყოველთვის

14:06 | 13.12.2015
shakooo7 (2507)

მაგათ ნამდვილად ჯობია. მჭელიძესა და ვაწაძეს მერე მესამე ფორვარდია

14:43 | 13.12.2015
shakooo7 (2507)

და მარცვალაძის მერე კიდევ დამავიწყდა

14:35 | 13.12.2015
რაჭა (10043)

მე ქვილითაია მირჩევნია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063325
სარეკლამო ადგილი - 99
X x X