ფეხბურთი

20:15 | 18.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” ალკასერს დააკვირდება

ლონდონის “ჩელსი” მზადაა ესპანეთის ეროვნული ნაკრების და “ვალენსიას” თავდამსხმელი პაკო ალკასერი გადაიბიროს.

THE Sun-ის ინფორმაციით, პრემიერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა 22 წლის ფეხბურთელის თამაშის დასაკვირვებლად ხალხი უკვე გაგზავნა. “მესტალიაზე” “ვალენსია” “გენტის” დაუპირისპირდება, “არისტოკრატების” სკაუტები კი თამაშს დაესწრებიან.

მიმდინარე სეზონში ალკასერმა 10 მატჩი ჩაატარა და თავი ერთხელ გამოიჩინა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონ ევროდაა შეფასებული.

0.128824