ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში წარუმატებლად ასპარეზობს ბექა ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტი“. ლაკორუნიული გუნდი მატჩებს ბროლაში აგებს. მესამე ტურის შეხვედრა ბურჯანაძის გუნდმა ერთ-ერთ ფავორიტ „ოურენსესთან“ სტუმრად ჩაატარა და 6 ქულის სხვაობით – 62:68 დამარცხდა.
არადა, ლაკორუნიელებმა შესანიშნავად ჩაატარეს პირველი ნახევარი და დიიდ შესვენებისთვის 33:27 იგებდნენ. მასპინძლებმა მესამე პერიოდში მოახდინეს გარდატეხა და ბოლო ათწუთეულის წინ 3 ქულით დაწინაურდნენ, რის შემდეგაც გამარჯვებამდეც მივიდნენ.
ბურჯანაძე სასტრტო ხუთეულში იყო და მოედანზე 25 წუთი დაჰყო. ქართველმა ფორვარდმა 8-დან 2 ორქულიან დ 5-დან 2 სამინი ჩაგდო. შესაბამის, ბექამ 10 ქულა მიითვალა, რასაც 4 მოხსნა მოაყოლა. პასივში ბურჯანაძეს 5 დაარგვა და 3 ჯარიმა ჰქონდა. ლაკორუნიულ გუნდში 18 ქულით საუკეთესო იყო მიხაელ მონაგანი.
მომდევნო ტურში, 25 ოქტომბერს, „ლეიმა ბასკეტი“ „ბრეოგანს“ უმასპინძლებს.