ფეხბურთი

5:01 | 18.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

უცნაური სამეული ლიგა 1-ში

საფრანგეთის ჩემპიონატის მოწინავე სამეული ათი ტურის შემდეგ ძალიან უცნაურად გამოიყურება. პირველ ადგილს “პარის სენ-ჟერმენი” იკავებს და რასაკვირველია, ამაში მოულოდნელი არაფერია. პარიზული კლუბის უახლოესი მდევრები კი, “ანჟერი” და “კაენი” არიან.

“ანჟერი”, რომელიც ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება, ლიგა 1-ში წელს აღზევდა და გავარდნის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად მიიჩნეოდა. თუმცა, სტეფან მულინის შეგირდები შესანიშნავად ასპარეზობენ და გულშემატკივრების გაოცებას განაგრძობენ. “ანჟერი” გასვლაზე “ტულუზასთან” აგებდა, თუმცა ნ’დოიემ და კამარამ მალევე მოახერხეს საპასუხო ბურთების გატანა და დებიუტანტების ზღაპარი გრძელდება - 1:2.

მიმდინარე გათამაშების კიდევ ერთმა სენსაციამ “კაენმა” გასვლაზე ჯაბა კანკავას “რეიმსი” დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი თავის გუნდს დისკვალიფიკაციის გამო ვერ ეხმარებოდა. მატჩის ერთადერთი გოლი 74-ე წუთზე გავიდა, თავის გამოჩენა ფერეტმა მოახერხა – 0:1. “კაენი” 21 ქულით მე-3 ადგილზეა, ხოლო “რეიმსი” 15 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.

გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი “პარის სენ-ჟერმენი” კორსიკას ეწვია და ადგილობრივი “ბასტია” შეხვედრის ბოლო ოც წუთში გატეხა. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 72-ე და 83-ე წუთებზე დუბლის შესრულება მოახერხა – 0:2.

“ნანტმა” და “სენტ ეტიენმა” საშინაო გამარჯვებები ჩაიწერეს აქტივში, ხოლო “გენგამისა” და “ლილის” დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა.

ბასტია – პსჟ 0:2 (0:0)

გოლები: იბრაჰიმოვიჩი (72;83)

გენგამი – ლილი 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 ბუფალი (30), 1:1 ბრიანდი (33)
გაძევება: სუნზუ (89, ლილი)

ნანტი – ტრუა 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 რონჟიერი (41), 2:0 შაბალი (50), 3:0 ბამუ (62)

რეიმსი – კაენი 0:1 (0:0)

გოლი: ფერეტი (74)

სენტ ეტიენი – აიაჩო 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ბერიჩი (20), 2:0 მონეტ-პაქუეტი (70)

ტულუზა – ანჟერი 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 ტრეხო (24), 1:1 ნ’დოიე (27), 1:2 კამარა (33)

თეგებილიგა 1
0.125813