ფეხბურთი

20:00 | 17.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ რონალდუ ბომბარდირად ახლა აღიარა

კრიშტიანუ რონალდუ “ლევანტესთან” პრიმერადივიზიონის მატჩის პირველ ტაიმში გატანილი გოლის წყალობით მადრიდის “რეალის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, პორტუგალიელმა 324 გოლი “რეალის” მაისურით ჩატარებულ 310 შეხვედრაში გაიტანა.

2 ოქტომბერს “სამეფო კლუბმა” პორტუგალიელი თავდამსხმელი რაულის (323) რეკორდის გაუმჯობესებისთვის უკვე დააჯილდოვა. თუმცა, უეფამ კრიშტიანუს მიღწევა აქამდე არ ჩაუთვალა და ესპანური გრანდის საუკეთესო ბომბარდირად 17 ოქტომბერს გატანილი გოლის შემდეგ აღიარა.

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს “რეალის” საუკეთესო ბომბარდირობამდე 6 სეზონი დასჭირდა, ხოლო რაულს – 16.

0.117196