ფეხბურთი

18:13 | 17.10.2015 | ნანახია NaN - ჯერ

ფერნანდო იერო “საბურთალოს” ესტუმრება

ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი, მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ფერნანდო იერო საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” მოწვევით თბილისს რამდენიმე დღით ეწვევა.

თბილისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, იერო “საბურთალოს” ინფრასტრუქტურას და მეთოდიკას გაეცნობა და 21 ოქტომბერს “საბურთალოსა” და დანიურ “მიდტიულანდს” შორის გასამართ ახალგაზრდული ლიგის მატჩს დაესწრება. იგეგმება მისი შეხვედრა მასმედიის წარმომადგენლებთანაც.

ერთი თვის წინ მადრიდში სამუშაო ვიზიტით მყოფი “საბურთალოს” გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძე ფერნანდო იეროს შეხვდა და მაშინ გადაწყდა ესპანელის თბილისში ჩამოსვლა.

ფერნანდო იერომ შთამბეჭდავი საფეხბურთო კარიერა 2005 წელს დაასრულა, 2007-2011 წლებში ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ დირექტორად მუშაობდა, მომდევნო ერთი წელი “მალაგას” დირექტორი იყო, 2014 წელს კი მადრიდის “რეალის” სამწვრთნელო შტაბში საქმიანობდა.


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:26 | 17.10.2014
chelidze (5010)

გელაშვილს მაინც აღარ ჯობია?

10:50 | 17.10.2014
braziliano84 (1301)

გელაშვილი როცა გამოიძახეს ,ყოველთვის ჩამოვიდა და არაფერი დაუშურებია ნაკრებისთვის,მეორე საკითხია რამდენად აქ კლასი.. ვაწაძე კიდე მერამდენედ უნდა გამოიძახონ? ხარ ვიზას იმიზეზებს და ხან ტრავმას...

10:14 | 17.10.2014
სავაშა__ (6590)

სჯობს დავაცადოთ ჯერ დაამტკიცოს თუ რა შეუძლია! ნიჭიერია ერთია, რამდენად არის მზად ნაკრებისთვის, მეორე.

00:21 | 17.10.2014
სავაშა__ (6590)

სხირტლაძე იყო განაცხადში!

00:07 | 17.10.2014
სავაშა__ (6590)

შეიძლება დანიის მეორე დივიზიონის ბომბარდირობა დიდი ვერაფერი საქმეა, მაგრამ რადგან მანდ თამაშობს, არ ნიშნავს რომ მაგის დონის არის, და სხვას ვერ "გაქაჩავს". უბრალოდ, ახლა მანდ თამაშობს რათქმაუნდა ნაკრებში უნდა იყოს, მსგავსი ცენტრ.ფორვარდი არ გვყავს.

16:11 | 16.10.2014
leges007 (274)

დანიის რანგით მე-2 ლიგის ბომბარდირობა, არა მგონია რამე განსაკუთრებული იყოს, იმედია სხვა კლუბში გადავა

15:48 | 16.10.2014
araza-1918 (6330)

მათე პოლონეთთან რომ დაგიძახებს ქეცბაია კიდე ვიზა არ მოიმიზეზო

18:28 | 16.10.2014
bobo-vieri (1338)

არამგონია დაუძახოს არადა იმსახურებს აშკარად

15:23 | 16.10.2014
Shevche (15054)

ამის გარდა, სხვა ფოტო არ გაქვთ ვაწაძესი? )

15:27 | 16.10.2014
chamilo (33560)

კი პირადობის

07:26 | 17.10.2014
chelidze (5010)

15:00 | 16.10.2014
samtrediel (8001)

საღოლ მათე. ქართველის ბომბარდირობა მომენატრა უცხურ ლიგაში. მართალია რანგით დაბალი დივიზიონია, მაგრამ მაინც სასიამოვნო ამბავია.

14:56 | 16.10.2014
mixela (975)

და ნაკრებში რომ დაუძახონ არა? ისეთი ფეხბურთელია, არაფრისგან რომ გააქვს ზოგჯერ გოლი და ჩვენი გუნდიც ფაქტიურად ხო არაფერს აკეთებს )))

მგონი ერთხელ ითამაშა ნაკრებში ამხანაგური და მაშინაც გაიტანა ხომ?

15:05 | 16.10.2014
ჩიჩარიტო (18039)

ცდები, ერთხელ არ უთამაშია

14:17 | 16.10.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

ყოჩაღ მათე, ვაწაძე ნაკრებში!

13:47 | 16.10.2014
accountant (112)

...და ქვილითაიამ რო მეორე ჰეთ-ტრიკი შეასრულა, არ იცით?!

15:01 | 16.10.2014
samtrediel (8001)

ჰო, ერთსადაიმავე გუნდს გაუტანა ზედიზედ 3 გოლი.

13:46 | 16.10.2014
ჩიჩარიტო (18039)

საღოლ მათე. უკეთეს გუნდი გვენახე
პ.ს. ქეცბაიას გინებას გახსნილად ვაცხადებ

13:55 | 16.10.2014
BEERTRANCE (97819)

რა იყო ჩიჩა შენი ლიცენზიის გარეშე ვერა თუ DDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

13:50 | 16.10.2014
chamilo (33560)

რატო აცხადებ?სეირის ყურება გინდა?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066549