ფეხბურთი

17:41 | 17.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

"დუისბურგის" მწვრთნელი ქართველებზე გაბრაზდა: "დვალს არ გაუფრთხილდნენ"

"დუისბურგის" იტალიელი მწვრთნელი ჯინო ლეტიერი აღშფოთებულია იმის გამო, რომ ლაშა დვალი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებიდან კლუბს ჯანმრთელი ვერ დაუბრუნდა. ქართველ მცველს მაღალი ტემპერატურა ჰქონია.

დვალმა 7 ოქტომბერს ესპანეთთან და 13 ოქტომბერს ესტონეთთანაც სრულად ითამაშა. ლეტიერი ამბობს, ლაშა გაციებული იყო და მაინც ათამაშეს, თან 90 წუთი, რაც არასწორიაო.

"ეს უპასუხისმგებლობაა და საფრთხეში აგდებს ფეხბურთელის ჯანმრთელობას. საქართველოს ნაკრების ექიმებმა ესტონელებთან ანტიბიოტიკებით ათამაშეს დვალი, რამაც მისი მდგომარეობა გააუარესა. გამოდის, რომ მწვრთნელი ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე და არა ფეხბურთელზე, ან კლუბზე".

ვანო ხუციშვილი

0.117196