ფეხბურთი

16:31 | 17.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტური ცენტრალური მატჩის გარეშე

ესპანეთის ჩემპიონატი სანაკრებო პაუზის შემდეგ “სანტიაგო ბერნაბეუზე” ბრუნდება, სადაც ადგილობრივი მადრიდის “რეალი” ვალენსიურ “ლევანტეს” დაუპირისპირდება.

18:00 რეალი – ლევანტე

თქმა არ სჭირდება, რომ “რეალი” დღეს უდავო ფავორიტია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მადრიდელებს ძალიან ბევრი ფეხბურთელი ჰყავთ დაშავებული: პეპე, მოდრიჩი, კარვახალი, ხამესი და ბენზემა, რამაც შესაძლოა მასპინძლებს სერიოზული პრობლემა შეუქმნას.

მიმდინარე სეზონში “თეთრები” წაუგებელნი არიან, თუმცა უკვე სამჯერ დაკარგეს ქულები და ბევრი რაფაელ ბენიტესის მუშაობით უკმაყოფილოა. ამიტომაც, დღეს “რეალს” რაც შეიძლება დამაჯერებელი მოგება მართებს. ამ მომენტისთვის “ბლანკოსი” 15 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ “ვილიარეალს” ქულით ჩამორჩება.

“ლევანტემ” სეზონი ცუდად დაიწყო და პირველი გამარჯვება მხოლოდ გასულ ტურში იზეიმა. თუმცა, “ბაყაყებმა” ისეთი მეტოქე დაამარცხეს, რომ ამით შეუძლიათ იამაყონ. მათ ვალენსიურ დერბიში საკუთარ მოედანზე გათამაშების ლიდერი “ვილიარეალი” დაამარცხეს და პირველი მარცხი აწვნიეს. ლუკას ალკარაზს დღეს ტრავმების გამო ივან ლოპესის, ტრახილიოსა და ვერზას იმედი არ ექნება.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-2-3-1): ნავასი, ვარანე, რამოსი, მარსელო, დანილო, კასემირო, კროოსი, რონალდუ, ისკო, ბეილი, ხესე.
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

ლევანტე (5-3-2): რუბენი, სიმაო, ხუანფრანი, ფედალი, მორალესი, ტონიო, ლერმა, ხოსე მარი, კამარასა, დეივერსონი, გილასი.
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი

მსაჯი: ხოსე სანჩესი

20:15 ეიბარი – სევილია

საშინელი სტარტის მქონე და ბოლო ორ ტურში მოფერიანებული “სევილია” ბასკეთში “ეიბარს” ეწვევა სათამაშოდ. უნაი ემერის შეგირდებმა წინა შეხვედრაში “ბარსელონას” დამარცხება მოახერხეს და დღევანდელ მატჩს ძალიან კარგ ხასიათზე ხვდებიან, თუმცა “დალაქებს” შუა კვირაში უმძიმესი საჩემპიონთალიგო მატჩი ელით “მანჩესტერ სიტისთან”, რომელიც ძალიან ბევრ რამეს გადაწყვეტს სიკვდილის ჯგუფში და შესაძლოა, დღეს ბასკმა სპეციალისტმა რამდენიმე მოთამაშეს დასვენების საშუალება მისცეს.

რაც შეეხება დანაკლისს, ანდალუსიელებს ბევრი მოთამაშე ჰყავთ ტრავმირებული: ბეტო, კაკუტა, კრონ-დელი, ლორენტე, ესკუდერო, პარეხა და კარისო. ამდენი დაშავებულის ფონზე, “სევილიას” ბანაკში ძალიან კარგი სიახლეა, ევერ ბანეგამ და ადილ რამიმ ტრავმები მოიშუშეს და თუ ემერი საჭიროდ ჩათვლის დღეს მოედანზე იქნებიან. “დალაქებს” 8 ქულა აქვთ და მე-12 პოზიციას იკავებენ.

სეზონი მშვენივრად დაიწყო “ეიბარმა” და 12 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება. ერთადერთი მარცხი ფრან ესკრიბას გუნდს მადრიდის “ატლეტიკოსთან” აქვს განცდილი, რაც ნამდვილად საპატიოა. ბასკებს ბევრი დაშავებული არ ჰყავთ და მხოლოდ ხაიმესა და ლუნას მოისაკლისებენ.

სავარაუდო შემადგენლობები

ეიბარი (4-2-3-1): რიესგო, მ.დოს სანტოსი, პანტიჩი, ხუნსა, კაპა, ესკალანტე, დ.გარსია, ადრიანი, ინუი, ბერხონი, ბასტონი.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, რამი, ანდრეოლი, ტრემულინასი, კოკე, კრიხოვიაკი, ნ’ზონზი, იბორა, ვიტოლო, კონოპლიანკა, გამეირო.
მწვრთნელი: უნაი ემერი

მსაჯი: ხუან მარტინეს მუნუერა

22:30 ბარსელონა – რაიო ვალეკანო

ბოლო პერიოდში არადამაჯერებლად მოთამაშე “ბარსელონა” შინ “რაიო ვალეკანოს” მიიღებს და დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას ეცდება. უნდა ითქვას, რომ კატალონიელებს ამის გაკეთების დიდი შანსი აქვთ, რადგანაც მადრიდული კლუბი მათთვის ერთ-ერთი ყველაზე იოლი მეტოქეა. კლუბების უკანასკნელი ცხრა დაპირისპირებიდან ცხრავეში “ბარსელონამ” იმარჯვა და ბურთების შეფარდებაში გამანადგურებელი სხვაობაა: 40 გატანილი და 2 გაშვებული. “რაიო ვალეკანომ” “ბლაუგრანას” დამარცხება ბოლოს 2002 წლის 7 დეკემბერს საკუთარ მოედანზე მოახერხა (1:0). ყოველივე ამის ფონზე, “ბარსელონას” წესით არ უნდა გაუჭირდეს, თუმცა სათქმელია, რომ კატალონიურ გრანდს ძალიან მნიშვნელოვანი დანაკლისი აქვს და შემცვლელები არ ჰყავს დიდად სათანადო. “ბლაუგრანა” ლიონეს მესის, ანდრეს ინიესტასა და რაფინიას მოისაკლისებს, ხოლო არდა თურანისა და ალეიშ ვიდალის გამოყენების უფლება კვლავ არ აქვს.

“ბარსელონა” 7 ტურის შემდეგ 15 ქულით მე-4 ადგილზეა და უკვე 2 წაგება აქვს. კლუბის მთავარი პრობლემა დაცვის არადამაჯერებელი თამაშია, რაზეც 9 გაშვებული გოლი მეტყველებს.

“რაიო ვალეკანო” 7 ქულით მე-15 საფეხურზეა და გასავარდნ ზონასთან ახლოს იმყოფება. მადრიდელებს პაბლო ერნანდესი და კობენიო ჰყავთ დაშავებული, ხოლო ანტონიო ამაია დისკვალიფიცირებულია.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, პიკე, მატიე, ალბა, ალვეში, რობერტო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ელ ჰადადი, ნეიმარი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ტონიო, ხ.კასტრო, დ.ლორენტე, რაცი, ტიტო, ბაენა, ტრაშორასი, ემბარბა, ბებე, ხოსაბედი, გერა.
მწვრთნელი: პაკო ხემესი

მსაჯი: პერეს მონტერო

00:00 ვალენსია – მალაგა

კრიზისში მყოფი “ვალენსია” “მესტალიაზე” “მალაგას” მიიღებს და ეცდება, რომ გულშემატკივრების რისხვა აღარ დაიმსახუროს. ვალენსიური პუბლიკაძალიან უკმაყოფილოა კლუბის მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხითა თუ შედეგით და ბევრი უკვე ღიად მოითხოვს ნუნუ ესპირიტო სანტოს წასვლას, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად მიმართავს ექსპერიმენტებს და უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებს.

ამჯერადაც, პორტუგალიელმა ალვარო ნეგრედოსა და როდრიგო დე პაულზე თქვა უარი და განაცხადში არცერთი არ შეიყვანა. თუ ნეგრედო აშკარად ცუდ ფორმაშია და ეს ამით აიხსნება, ბევრისთვის გაუგებარია თუ რატომ აღარ ენდობა ესპირიტო ახალგაზრდა არგენტინელს, რომელიც ძალიან ნიჭიერია და როდესაც მოედანზეა, თითქმის ყოველთვის სასარგებლოა.

ამ მოთამაშეების გარდა, დღეს “ღამურებიდან” მინდორზე ვერ ვიხილავთ: მეტიუ რაიანს, რუბენ ვეზოს, ენცო პერესს, დიეგო ალვეშსა და აიმენ აბდენურს. უკანასკნელ სამ მოთამაშეს ტრავმა აქვს, ავსტრალიელი კიპერმა ტრავმა მოირჩინა, თუმცა ჯერ კიდევ არაა სათამაშოდ მზად, ხოლო რუბენ ვეზო ნუნუ ესპირიტო სანტოს გადაწყვეტილებით დაისვენებს.

“ვალენსიას” 9 ქულით ამავე პოზიციაზე იმყოფება. კლუბის მთავარი პრობლემა თავდამსხმაში ცუდი თამაშია. “ლოს ჩემ” 7 მატჩში 4 გოლი გაიტანა და ამაზე უარესი შედეგი “მალაგას” აქვს, რომელსაც დღეს დაუპირისპირდება.

“მალაგას” წინა ტურამდე გოლი საერთოდ არ ჰქონდა გატანილი, თუმცა გასულ მატჩში ჩარლესმა აიშვა, “სოსიედადს” ჰეთ-თრიკი შეუსრულა და თავის გუნდს პირველი გამარჯვება მოუპოვა.

მართალია, “მედუზები” თავდამსხმაში დიდად ვერ ყოჩაღობენ, თუმცა დაცვაში კარგად გამოიყურებიან. ანდალუსიელებს მხოლოდ 4 გოლი აქვთ გაშვებული და უკვე ისეთ მეტოქეებთან მოასწრეს თამაში, როგორებიც არიან: “რეალი”, “სევილია” და “ბარსელონა”. პირველმა ორმა საერთოდ გოლი ვერ გაუტანა და თითო ქულა გამოჰგლიჯა ხავი გრასიას გუნდმა, ხოლო “ბარსელონამ” ბოლოსკენ მოახერხა ერთადერთი გოლის გატანა. “მალაგა” ამ მომენტისთვის 6 ქულით მე-17 ადგილს იკავებს.

დღევანდელ მატჩში როკე სანტა კრუზი ტრავმის გამო ვერ ითამაშებს, ხოლო ტისონე და რესიო დისკვალიფიცირებულნი არიან.

სავარაუდო შემადგენლობები

ვალენსია (4-2-3-1): დომენეში, მუსტაფი, ა.სანტოსი, გაია, კანსელო, ფუეგო, პარეხო, გომეში, ბაკალი, ფეგული, ალკასერი.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო

მალაგა (4-4-2): კამენი, ველიგტონი, ანხელერი, როსალესი, მ.ტორესი, ესპინიო, კამაჩო, ხ.კარლოსი, დუდა, ჩოპი, ჩარლესი.
მწვრთნელი: ხავი გრასია

მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

00:05 ბეტისი – ესპანიოლი

დღის კიდევი ერთი შეხვედრა “ბენიტო ვილამარინზე” გაიმართება, სადაც მე-8 ადგილოსანი “ბეტისი” სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფ “ესპანიოლს” მიიღებს, რომელიც მე-10 საფეხურს იკავებს.

“მწვანეებს” მოლინა, ვან დერ ვაარტი, ვარგასი და მატილია ჰყავთ ტრავმირებული, ხოლო “თუთიყუშები” ხორდანსა და მორენოს მოისაკლისებენ.

თეგებილა ლიგა
0.162325