ჯანო ანანიძეს საქართველო-შოტლანდიის მატჩის შემდეგ ტრავმამ დარია ხელი და თვეზე მეტია, რაც არ უთამაშია. გაირკვა, რომ ანანიძე მომდევნო კვირაში გუნდთან ერთად დაიწყებს ვარჯიშს.
ქართველი ნახევარმცველი დღემდე ინდივიდუალურად ემზადება, რამდენიმე დღეში კი მოსკოვის "სპარტაკის" საერთო ჯგუფს შეუერთდება. აი, თამაში როდის შეეძლება, ეს ჯერ უცნობია.
11 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ესტონეთში ამხანაგურ მატჩს გამართავს მასპინძელთა ნაკრებთან და მანამდე ანანიძე სრულად გამოჯანმრთელდება.
ვანო ხუციშვილი