ფეხბურთი

9:41 | 17.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

სუპერკლასიკო მესის გარეშე

ლეო მესი არგენტინის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატის 2 უახლოეს შესარჩევ მატჩს გამოტოვებს. 14 და 17 ნოემბერს ბიკამპეონები ბრაზილიასა და კოლუმბიას შეხვდებიან და ეს ასპარეზობები “ბარსელონას” არგენტინელი ვარსკვლავის გარეშე ჩაივლის. ამის თაობაზე ცნობას ესპანური ინტერნეტ-გამოცემა Sport ავრცელებს.

მოგეხსენებათ, მესი ამჟამად ტრავმირებულია, ნოემბრის შუაპერიოდისთვის მუხლის დაზიანებას მოირჩენს, მაგრამ ზედმეტი გართულების თავიდან ასაცილებლად ლეომ სანაკრებო პაუზის აღება გადაწყვიტა. არგენტინის საფეხბურთო ასოციაცია ლეოს ამ ნაბიჯს გაგებით ეკიდება.

0.11932