ძიუდო

0:43 | 17.10.2015 | ნანახია NaN - ჯერ

ლიპარტელიანი და სტამი პარიზის გრან-პრიზე

დღეს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში სტარტს აიღებს გრანდ-სლემის რანგის ტურნირი ძიუდოში, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულად მიიჩნევა.

პარიზში ძალებს მხოლოდ 2 ქართველი ძიუდოისტი მოსინჯავს. ვაჟთა შორის ვარლამ ლიპარტელიანს (90 კგ.) პირველი განთესვა გააჩნია და საწყის რაუნდში დაისვენებს, შემდეგ კი ძალებს ესტონელ ალეკსანდრ მარმელიუკთან მოსინჯავს.

გრანდ-სლემზე საქართველოს ქალთა ნაკრებს ესტერ სტამი წარადგენს. მისი პირველი მეტოქე რუსი ალიონა პროკოპენკო იქნება, ხოლო თუკი იმარჯვა, გერმანელ ლაურა ვარგას კოხთან ჭიდილი ელის.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.068623