პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მცველმა ჟოზე ფონტემ “საუთჰემპტონთან” კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
მიმდინარე სეზონში ფონტემ “წმინდანების” რიგებში 13 მატჩი ჩაატარა. “საუთჰემპტონის” რიგებში ფეხბურთელმა სულ 239 შეხვედრა ჩაატარა და გულშემატკივრები 13-ჯერ გაახარა.