“საბურთალომ” უმაღლესი ლიგის მერვე ტურის გახსნით მატჩში “საპოვნელა” 2:1 დაამარცხა. თბილისური გუნდი მე-60 წუთზე ნოდარ იაშვილმა დააწინაურა, 22 წუთში გიორგი ბუხაიძემ წონასწორობა აღადგინა, ხოლო გურამ გოშთელიანმა 90-ე წუთზე თავის გუნდს მოაგებინა.
“საბურთალოს” 12 სექტემბრის შემდეგ უმაღლეს ლიგაში შეხვედრა მოგებული არ ჰქონდა. ამჟამად თბილისური გუნდი 13 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება, ხოლო თერჯოლელები მე-12 ადგილს 5 ქულით იკავებენ.