ფეხბურთი

20:31 | 16.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“შალკემ” ფერმანს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

27 წლის მეკარემ რალფ ფერმანმა “შალკესთან” კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

“ჩემნიცის” აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი გელზენკირხენებმა 2003 წელს დაიმატეს. 2009 წელს გერმანელი “ფრანკფურტში” გადავიდა და ორი წლის შემდეგ კვლავ “შალკეში” დაბრუნდა. მიმდინარე სეზონში ფერმანმა 11 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 8 გოლი და 7 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

0.155768