კალათბურთი

19:25 | 16.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

სუპერლიგაში "შსს აკადემიის" ნაცვლად "არენა-76" ითამაშებს

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის 2015-2016 წლების გათამაშებაში "შსს აკადემიის" ნაცვლად მონაწილეობას მიიღებს „ა“ ლიგის 2015 წლის სეზონის გამარჯვებული „არენა-76“.

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სუპერლიგის დებულებით გათვალისწინებულ ვადაში (2015 წლის 16 ოქტომბერი, 17:00 საათი) ტურნირის მონაწილეთაგან „შსს-აკადემიამ“ ვერ წარადგინა ჩემპიონატში სამონაწილეო განაცხადი და მის ადგილს ახალ სეზონში, რომელიც 17 ოქტომბრიდან იწყება, "არენა-76" დაიკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119898