ჩოგბურთი

17:03 | 16.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი ნახევარფინალშია

შანხაის მასტერსის მეოთხედფინალში სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიელი ბერნარდ ტომიჩი 7:6, 6:1 დაამარცხა. პირველი სეტის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, რომელიც ნოლემ 8:6 მოიგო, ხოლო მეორე სეტში ტომიჩი ფსიქოლოგიურად გატყდა და ადვილად დათმო.

შეხვედრა საათსა და 29 წუთს გაგრძელდა. ჯოკოვიჩმა 10 ეისი ჩააწოდა, ტომიჩმა – 6.

ნახევარფინალში ჯოკოვიჩი ბერდიხ-მარეის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. ნოვაკს შანხაის მასტერსი ორჯერ აქვს მოგებული (2012, 2013 წლები).

შანხაის მასტერსის საპრიზო ფონდი 3 849 445 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

0.120277