ჩოგბურთი

13:35 | 16.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე 2 ტიტულისთვის იბრძოლებს

გასულ კვირას, ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) სოფო ქვაცაბაიამ მოიგო, ამჯერად კი, მიზანთან ახლოს ეკატერინე გორგოძე გახლავთ.

მე-3 ნომრად განთესილმა გორგოძემ ნახევარფინალში რუს პოლინა ნოვიკოვას 6:0, 6:3 სძლია, გადამწყვეტ მატჩში კი ყაზახეთის წარმომადგენელ კამილა კერიმბაიევას (მე-4 განთესვა) გაეჯიბრება.

წყვილთა ტურნირის ფინალში არიან გასულნი გორგოძე და ქვაცაბაია. ტიტულისთვის ისინი ყაზახურ-რუსულ დუეტს (კერიმბაიევა-ლაზარევა) ეთამაშებიან.

0.125964