სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის, ,,ქუთაისი-2010’’ ახალ მთავარ მწვრთნელ კოტე ტუღუშს ორი ასისტენტი შოთა ჯავახიშვილი და კახა დარახველიძე ეყოლება. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს’’ კოტე ტუღუშმა განუცხადა.
ტუღუშის ასისტენტებიდან ჯავახიშვილი გამოცდილი, ხოლო დარახველიძე ახალგაზრდა მწვრთნელია.
შეგახსენებთ, კოტე ტუღუში 2014- 15 წლების სეზონში ,,შსს აკადემიას’’ ხელმძღვანელობდა, რომელსაც საქართველოს პირველობა მოაგებინა. ,,ქუთაისი-2010’’ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მან მალხაზ კოხრეიძე შეცვალა.