ჩოგბურთი

13:25 | 16.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველი ფინალშია

ქართველ ჩოგბურთელ ალექსანდრე მეტრეველს ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე ზედიზედ მე-2 15-ათასიანი ტურნირის მოგებამდე 1 გამარჯვება აშორებს.

მე-2 ნომრად განთესილმა მეტრეველმა ფინალს ისე უწია, სეტში 3 გეიმი ერთხელაც კი არ დაუთმია და თან ერთ სეტს აუცილებლად “მშრალზე” იგებდა. ნახევარფინალში ალექსანდრე მეტოქე მე-8 რეიტინგის მქონე რუსი ანტონ გალკინი იყო, რომელსაც იოლად სძლია – 6:3, 6:0.

ფინალში ქართველი ჩოგბურთელის მექტოქე პირველ ნომრად მიჩნეული ყაზახი დმიტრი პოპკო იქნება, რომელმაც მე-4 რეიტინგის მქონე რუსი ივან გახოვს აჯობა – 6:3, 6:2.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127991