ფეხბურთი

12:26 | 16.10.2015 | ნანახია 1973 - ჯერ

პრემიერლიგის საუკეთესოები: მარსიალი და პოჩეტინიო

ინგლისის პრემიერლიგის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი ანტონი მარსიალი გახდა. 19 წლის ფორვარდმა გასულ თვეში 3 შეხვედრა ჩაატარა და ამდენივე გოლის გატანა შეძლო. ფრანგისთვის ეს პრემიერლიგაში გადაბარგების შემდეგ პირველი აღიარებაა.

მარსიალმა სადებიუტო პრემიერლიგური გოლი “ოლდ ტრაფორდზე” “ლივერპულს” გაუტანა, ხოლო შემდეგ “საუთჰემპტონთან” დუბლი გაიფორმა.

მწვრთნელებს შორის კი ლონდონის “ტოტენჰემის” არგენტინელი დამრიგებელი მაურისიო პოჩეტინიო გამოარჩიეს, ვისი ხელმძღვანელობითაც “დეზებმა” სექტემბერში მიყოლებით “სანდერლენდს”, “კრისტალ პალასსა” და “მანჩესტერ სიტის” აჯობეს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:14 | 17.10.2015
Ginobili.20 (932)

მარსიალ მევასები, მერე რა რო წითელი ხარ :X

13:54 | 16.10.2015
maestro10 (13745)

Kloopi daapanchurebs saqatmis gamges

12:53 | 16.10.2015
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

დავაი პოჩეტ დააყუდე ლივერპულიც ^_^

0.128588