კალათბურთი

11:35 | 16.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროლიგა დაიწყო, პულენმა 18 ქულა ჩააგდო (+VIDEO)

კალათბურთში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ევროლიგა დაიწყო. პირველი ტურის ექვსი შეხვედრა გუშინ გაიმართა.

“ოლიმპიაკოსმა” შინ “ცედევიტას” 76:61 მოუგო. “ცედევიტას” რიგებში საქართველოს ნაკრების წევრი, ჯეიკობ პულენი საუკეთესო გახლდათ. პულენმა პარკეტზე 27 დაჰყო და ამ დროში გუნდს 18 ქულა, 3 პასი და 3 მოხსნა შესძინა, ჯეიკობის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 11 უწია. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა 6-დან 2 ორქულიანი, 10-დან 4 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო სროლა გამოიყენა. “ოლიმპიაკოსის” რიგებში 20 ქულით გეორგიოს პრინტეზისი გამოირჩა.

ევროლიგის პირველსავე დღეს სენსაცია დაფიქსირდა. თურქულმა “პინარ კარსიაკამ” საკუთარ დარბაზში “ბარსელონა” მოულოდნელად 71:62 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც თურქულმა კლუბმა 25:11 მოიგო.

მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკამ” იტალიურ “სასარის” ოვერტაიმით 83:74 მოუგო. სამწუხაროდ მანუჩარს არ უთამაშია.

ევროლიგის ერთერთმა ფავორიტმა მოსკოვის ცსკამ საშინაო კედლებში ისრაელის “მაკაბი” 100:69 გაანადგურა. მატჩში 17-17 ქულით ცსკას კალათბურთელი ნანდო დეკოლო და “მაკაბის” გამთამაშებელი ჯორდან ფარმარი გამოირჩნენ. მოსკოვურმა კლუბმა გუნდური კალათბურთი ითამაშა. ცსკას ხუთმა კალათბურთელმა 10 და მეტი ქულა ჩააგდო.

“პინარ კარსიაკა” – “ბარსელონა” 71:62 (18:18, 11:9, 25:11, 17:24)

https://www.youtube.com/watch?v=lVuSkqg_PJ0

“ცვერნა ზვეზდა” – “სტრასბურგი” 81:59 (19:20, 24:12, 19:16, 19:11)

https://www.youtube.com/watch?v=kENZgrcvBPg

ცსკა – “მაკაბი” 100:69 (29:20, 15:9, 29:19, 27:21)

https://www.youtube.com/watch?v=NIgCYOOJhB4

“დარუშაფაკა” –“სასარი” 83:74 (15:19, 17:12, 14:19, 20:16 ო.ტ. 17:8)

https://www.youtube.com/watch?v=Wn08bzSAtoQ

“ოლიმპიაკოსი” – “ცედევიტა” 76:61 (21:20, 17:15, 19:13, 19:13)

https://www.youtube.com/watch?v=AbxDqeeiVFg

“უნიკახა” – “ბროზ ბასკეტი” 76:71 (18:18, 18:16, 27:15, 13:22)

https://www.youtube.com/watch?v=AbxDqeeiVFg

დღეს ევროლიგის პირველი ტურის მორიგი ექვსი შეხვედრა გაიმართება:

“ლოკომოტივი” – პანათინაიკოსი”- 19:00 საათი

“ფენერბახჩე” – “ბაიერნი” - 20:45

“ხიმკი” – “რეალი” – 21:00

“ზელენა გორა”- “ჟალგირისი” - 21:00

“ლიმონჟი” – “ეფესი” – 22:45

“მილანო” – “ლაბორალ კუჩა” – 22:45

თეგებიევროლიგა
0.160224