ფეხბურთი

10:43 | 16.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

რაული ნოემბერში დაგვემშვიდობება

ლეგენდარული ესპანელი თავდამსხმელი რაულ გონსალეს ბლანკო საფეხბურთო კარიერას მომავლ თვეში დაასრულებს. ამჟამად ნიუ იორკის “კოსმოსში” მოთამაშე პირენელმა საგანგებო პრესკონფერენცია მოიწვია და საკუთარი გადაწყვეტილებაც საჯარო გახადა:

“როდესაც “კოსმოსთან” ხელშეკრულებას ვაფორმებდი, ნათლად განვაცხადე, რომ სეზონის მიწურულს საკუთარ ფიზიკურ მდგომარეობას შევაფასებდი და ამის მიხედვით ვიმოქმედებდი. ჩემ გუნდს დასახული მიზნის, ჩრდილოამერიკულ ლიგაში ჩემპიონობის მოპოვებაში დავეხმარები, შემდეგ კი აქტიურ საფეხბურთო კარიერას შევწყვეტ”, - აუწყა შეკრებილ საზოგადოებას რაულმა.

რაულ გონსალეს ბლანკო 16 სეზონის განმავლობაში თამაშობდა მადრიდის “რეალში”. კასტილიელებთან ერთად მან სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, 6-6-ჯერ ესპანეთის პრიმერა დივიზიონი და ქვეყნის სუპერთასი მოიგო. “რეალის” შემდეგ რაულმა გელზერკირხენის “შალკესა” და ყატარის “ალ სადში” იბურთავა. ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში 102 მატჩი ჩაატარა და თავი 44-ჯერ გამოიჩინა.

ნიუ იორკის “კოსმოსის” რიგებში რაული 22-ჯერ გავიდა სათამაშოდ და 5 გოლიც გაიტანა.

0.123934